ქართველებისა და ბასკების ეთნიკურ-ენობრივი ურთიერთმიმართების პრობლემა ესპანელ ავტორთა თვალთახედვით

ავტორები

  • ავთანდილ ნიკოლეიშვილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0006-3339-2778

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2023.02.03

საკვანძო სიტყვები:

ქართველები, ბასკები, რუბენ მენდოზა, ფრანცისკო ლოპეს სეივანე, მარტინა მინტეგი ბილბაო

ანოტაცია

ქართველებისა და ბასკების ეთნიკური და ენობრივი ნათესაობის პრობლემა უძველესი დროიდან იყო ქცეული საკმაოდ დიდი ინტერესის საგნად. კერძოდ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნიდან დაწყებული ამ პრობლემასთან დაკავშირებით მეტად საგულისხმო მოსაზრებები აქვთ გამოთქმული ბერძენ და რომაელ მემატიანეებს. არაერთი მათგანის აზრით, პირენეის ანუ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები იბერიელები და ქართველები ეთნიკურადაც და ენობრივადაც აშკარად მონათესავე ხალხებს წარმოადგენენ. რაც შეეხებათ ქართველ ქართველ მემატიანეებსა და მწერლებს, აღნიშნული პრობლემისადმი ინტერესი მათ ნააზრევში VIII-IX საუკუნეებიდან ვლინდება. კერძოდ, არაერთი მათგანის აზრით, ბასკურ ენას თავისი სტრუქტურითა და გრამატიკულ კატეგორიათა მსგავსებით ბევრი რამ აქვს საერთო ქართულ და კავკასიურ ენებთან. ამ გარემოებამ არსებითად განსაზღვრა ის ფაქტი, რომ ხსენებული პრობლემის კვლევა არა მარტო ქართველ, ბასკ და ესპანელ მეცნიერთა კვლევის საგნად იქცა, არამედ სხვა ეროვნების სწავლულთა შესწავლის უმთავრეს მიმართულებადაც. წინამდებარე ნაშრომში მოკლედ არის გაანალიზებული ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საინტერესო რამდენიმე ნაშრომი, რომელთა ავტორებიც საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამენ ქართველთა და ესპანელთა, კერძოდ კი ბასკთა, ეთნიკურ და ენობრივ ნათესაობასთან დაკავშირებით. ეს ავტორები არიან: რუბენ მენდოზა, ფრანცისკო ლოპეს სეივანე და მარტინა მინტეგი ბილბაო. ისინი ხსენებულ ხალხთა ენობრივ და ყოფით-ეთნოგრაფიულ ურთიერთმამართებათა გაანალიზების საფუძველზე ხაზგასმით აღნიშნავენ მათ ეთნიკურ და ენობრივ ნათესაობას. როგორც დასახელებულ ავტორთა ნააზრევიდანაც თვალნათლივ ჩანს, ბასკ და ესპანელ სწავლულთა არაერთი წარმომადგენელი აშკარად უჭერს მხარს ქართველებისა და ბასკების ეთნიკურ და ენობრივ ნათესაობას და აქტიურად ცდილობს ამის დამადასტურებელი არგუმენტების მოძიებას.

ავტორის ბიოგრაფია

ავთანდილ ნიკოლეიშვილი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი,
პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: avtandil.nikoleishvili@gmail.com
ტელ: +995 577 28 28 61
ORCID: https://orcid.org/0009-0006-3339-2778

წყაროები

აპიანე, 1959: − აპიანე, მითრიდატეს ომების ისტორია, თბილისი, 1959.

გაბაშვილი, 1956: − გაბაშვილი ტ., მიმოსლვა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთო ელ. მეტრეველმა, თბილისი, 1956.

კეკელიძე, 1956: − კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, თბილისი, 1956.

მარტინა, 1972: − მარტინა მინტეგი ბილბაო, ჩემი ბასკეთი, თბილისი, 1972.

სირაძე, 1980: − სირაძე რ., წერილები, თბილისი, 1980.

შარდენი, 1975: − მოგზაურობა საქართველოში, თბილისი, 1975.

ძველი ქართული.., 1967: − ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, თბილისი, 1967.

ძიძიგური, 1978: − ძიძიგური შ., ბასკები და ქართველები, თბილისი

https://blogs.eitb.eus/rogeblasco/2012/04/29/Francisco-Iopez-seivane-de-la-montana-palentina-a-los-confines-del-globo

https://www.enciclopedia.cat/gran-enciclopedia-catalana/miquel-fuste-i-ara

https://www.elmundo.es/suplementos/cronica/2008/663/1214690404.html.https://abcblogs.adc.es/cronicas-nomada/europa/viajar-georgia-origen-vascos.htmI)

(https://www.cope.es/actualidad/sociedad/todo-tiene-un-porque/noticias/por-que-los-espanoles-somos-primos-Ios-georgianos-20191002 510743).

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-28

გამოცემა

სექცია

ისტორია