სოციონორმატიული კულტურა, როგორც აღზრდის პარადიგმა ტრადიციულ საზოგადოებაში

(აჭარის მაგალითზე)

ავტორები

  • თამილა ლომთათიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0000-0001-6163-5876
  • ნანული ნოღაიდელი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0006-7688-4844

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12061

საკვანძო სიტყვები:

აღზრდა, სოციოკულტურული ნორმები, ოჯახი, სოციუმი, პიროვნების ფორმირება

ანოტაცია

პიროვნების ფორმირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სოციონორმა­ტიუ­ლი კულტურა, რომელიც აერთიანებს თაობების მიერ შემუშავებულ სოციალურ ჩვევებს, ეტი­კეტს, ქცევის მრავალფეროვან ფორმებს — წეს-ჩვეულებებიდან დაწყებული, ხალხური სამართლის ნორმებით დასრულებული. იგი, როგორც საზოგადოების „კოლექტიური მორალი“, მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს ინდივიდის ჩამოყალიბებაზე და გვევლინება აღზრდის ერთგვარ პარა­დიგ­მად.

პიროვნების ფორმირება მიმდინარეობს კონკრეტულ სოციალურ-კულტურულ კონტექსტში. თითოეულ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი სოციოკულტურული ნორმები, რომელთა მეშვეობი­თაც ის ახდენს ახალი თაობის სოციალიზაციას. აჭარაში აღზრდის პროცესში აქტიურად არის ჩარ­თული ისეთი ძირითადი სოციალური ინსტიტუტები, როგორიცაა ოჯახი და სოციუმი (გვარი, სო­ფელი, თემი).

აღზრდაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს სოციოკულტურული ნორმები, მათ შორის: ადა­თი (ხალხური სამართალი), ხალხური ეთიკა და ტრადიციები. ეს ნორმები წარმოადგენს ტრადი­ციუ­ლი საზოგადოების მიერ ჩამოყალიბებულ ქცევის წესებსა და ღირებულებით სისტემას, რომლებიც განსაზღვრავს ინდივიდის ზნეობრივ და სოციალურ ორიენტაციას.

ტრადიციული ქართული საზოგადოებისთვის დამახასიათებელია აღზრდის ავტორიტარული სტილი, მორჩილებაზე ორიენტაცია, თაობათაშორისი და ოჯახური კავშირების სიმტკიცე. ამასთა­ნავე, აჭარის ეთნოგრაფიული ყოფა ავლენს შედარებით მოქნილ და გარემოსთან ადაპტირებულ აღმზრდელობით პრაქტიკებს, რომლებიც, კონტროლის პარალელურად, უზრუნველყოფს მოზარ­დის თანდათანობით, უმტკივნეულო ინტეგრაციას სოციალურ ცხოვრებაში და მის ჩამოყალიბებას საზოგადოების ტრადიციული ღირებულებების მატარებლად.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ლომთათიძე თ., & ნოღაიდელი ნ. (2026). სოციონორმატიული კულტურა, როგორც აღზრდის პარადიგმა ტრადიციულ საზოგადოებაში: (აჭარის მაგალითზე). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 815–822; 823. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12061

ამ ავტორ(ებ)ის ყველაზე წაკითხვადი სტატიები

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 13

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.