ფილერები ფერეიდნელ ქართველთა მეტყველებაში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12048საკვანძო სიტყვები:
ქართული დიალექტები, ფერეიდნული დიალექტი, ფილერებიანოტაცია
ფერეიდნული დიალექტი, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ფერეიდუნშაჰრის პროვინციაში არის გავრცელებული, ენათმეცნიერთა განსაკუთრებული ინტერესის საგანია. ფერეიდნელ ქართველთა მეტყველება საინტერესოა ფილერების გამოყენების მხრივ. მეტყველების პროცესში ხშირად იხმარება სხვადასხვა ენობრივი საშუალებები: ნაცვალსახელები, შორისდებულები, ნაწილაკები, სიტყვები, ფრაზები, ბგერები / მარცვლები, პაუზა...). ფილერების მრავალფეროვნებასა და ინტენსივობას ძირითადად განსაზღვრავს ფერეიდანში არსებული ბილინგვური გარემო და, შესაბამისად, იქ მცხოვრებ ქართველთა დაბალი ენობრივი კომპეტენცია (მშობლიური ენის / დიალექტის ფლობის კუთხით). ზოგადად, ფილერებს მეტწილად ის ადამიანები იყენებენ, რომლებიც სრულყოფილად ვერ ფლობენ მშობლიურ ენას / დიალექტს და საუბრისას წარმოქმნილი პაუზის შევსებას სხვადასხვა საშუალებით ცდილობს. გარდა ენობრივი კომპეტენციისა, გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც (განათლების დონე, ფსიქოლინგვისტური...).
ფერეიდნულ დიალექტში აქტიურად გამოიყენება ქართული სიტყვა-ფილერები. ამასთან, უცხოენოვან გარემოში ხანგრძლივი არსებობის შედეგად გაჩნდა უცხოენოვანი (უმთავრესად სპარსული, იშვიათად არაბული წარმომავლობის) სიტყვაფორმები, რაც, ბუნებრივია, შესაბამისი ქართული მასალის შეზღუდვის ხარჯზე ხდება.
წარმოდგენილ კვლევაში დიალექტურ მასალასა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, გააანალიზებულია ფერეიდნელ ქართველთა მეტყველებაში დადასტურებული პაუზის შევსების საშუალებები / ფილერები, მათი ფორმობრივი, სემანტიკური და ფუნქციონალური მახასიათებლები. ფერეიდნულის ფაქტები შედარებულია ქართული ენის სხვა დიალექტების მონაცემებთან.
საანალიზოდ აღებულია სტატიის ავტორთა მიერ სხვადასხვა პერიოდში ფერეიდნის ქართულ დასახლებებში ჩაწერილი დიალექტური ტექსტები. აგრეთვე, სხვადასხვა დროს ქართველ მკვლევართა მიერ ჩაწერილი ფერეიდნული მეტყველების ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებულია და განთავსებულია ქართულ დიალექტურ კორპუსში (corpora.co).
განხილული მასალა ნათლად ასახავს ფერეიდანში ქართულ-სპარსული ენობრივი ინტერფერენციის შედეგად ამჟამად არსებულ ენობრივ ვითარებას და წარმოაჩენს ფერეიდნელ ქართველთა მეტყველებაში მიმდინარე ცვლილებებების ზოგად ტენდენციებს.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





