მაჯუნი – იშვიათი კულინარიული კერძი ქობულეთიდან (ისტორიულ-ეთნოლოგიური ასპექტები)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10406საკვანძო სიტყვები:
ქართული კულინარია, ტრადიცია, რიტუალი.ანოტაცია
მაჯუნი ერთდროულად ტკბილი და მწარე გემოების მქონე, სადღესასწაულო დესერტია, რომელიც მხოლოდ ქობულეთის მოსახლეობამ შემოინახა. ტრადიციულად იგი საქორწინო სუფრის შემადგენელი აუცილებელი ელემენტი იყო. ქორწილში თავდაპირველად მას მეფე-პატარძალს მიართმევდნენ, ხოლო შემდეგ მექორწილეებს ჩამოურიგებდნენ. ზოგიერთი ინფორმაციით მაჯუნს მიცვალებულის დაკრძალვის შემდგომ გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელ დღეებშიც ამზადებდნენ.
სიტყვა „მაჯუნი“ არაბული წარმოშობისაა და გავრცელებულია სპარსულში – ძალ-ღონისა და აღგზნების მომცემ სამკურნალო ნაერთის მნიშვნელობით; თურქულში – საცხის, ყველა სახის კანფეტის მნიშვნელობით. ეს სიტყვა ოსმალურ წყაროებშიც დასტურდება, სადაც არაბულიდანაა შესული. აჭარულ დიალექტში მაჯუნი თაფლიანი ან შაქრიანი ბრინჯია. ამ სამედიცინო ტერმინის ქართულში დამკვიდრებას დაახლოებით X-XI საუკუნეებიდან ვარაუდობენ.
ქართული წერილობითი ძეგლებიდან სიტყვა „მაჯუნი“ ძირითადად სამკურნალო ხასიათის წიგნებში ფიქსირდება. მათში ტერმინი „მაჯუნი“ სამკურნალო საშუალებაა და რთული სახის ნაერთს აღნიშნავს. „მაჯუნი“ ღონის მომცემი და აღმგზნები ნაყენის დანიშნულებითაც გამოიყენებოდა.
თანამედროვეობაში ქობულეთის მოსახლეობაში მაჯუნის სხვადასხვა რეცეპტი დასტურდება. უხუცესთა მეხსიერებაში დაცული ინფორმაციით მაჯუნი აუცილებლად მრგვალკაკალა ბრინჯით მზადდება, შაქრიანი სიროფის გამოყენებით, თუმცა გვაქვს ისეთი ვარიანტები, სადაც მაჯუნის დატკბობას არა შაქრიანი სიროფით, არამედ თაფლით ახდენენ.
მაჯუნის სამზარეულო ხელოვნების ძირითად საიდუმლოებას მისი გემოვნება შეადგენს, კერძოდ სიტკბოსა და სიმწარით თანაბარი გემოვნებითი შეგრძნება. თანამედროვეობაშიც ყველა დიასახლისი ცდილობს აღნიშნული პრინციპი დაიცვას.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





