თხზული სახელები ლაზურში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10391საკვანძო სიტყვები:
ლაზური, რთული სიტყვა, წარმოება, უცხოვან ჰიბრიდული.ანოტაცია
ნაშრომის მიზანია სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილი კომპოზიტებისა და ჩვენ მიერ ლაზურ მოსახლეობაში წლების მანძილზე, ლექსიკის დარგობრივად შეკრებისა და შესწავლის საფუძველზე, აღმოჩენილი კომპოზიტების თავმოყრა და შედარებითი კვლევა.
ზანური ენის ლაზური დიალექტი თხზული სიტყვების წარმოების კუთხით საინტერესო და სახასიათო ემპირიულ მასალას წარმოგვიდგენს.
კომპოზიტის წარმოების მხრივ ლაზური მისდევს ქართულს, თუმცა იჩენს ზოგიერთ თავისებურებას, კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ ლაზურში არ მოგვეპოვება „და“ კავშირიანი ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები. ასევე მცირეა ხმოვანმონაცვლე, თანხმოვან ან მარცვალმონაცვლე რთული სიტყვებიც.
ლაზურში დაფიქსირებულ კომპოზიტში კომპონენტებად დასტურდება საკუთრივ ლაზური, ჰიბრიდულ-ლაზურ-უცხოენოვანი თუ ნასესხები ლექსიკური ერთეულები.
წარმოდგენილი კვლევა საინტერესოა როგორც ენათმეცნიერული, ასევე ეთნოგრაფიული თვალსაზრისითაც.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





