2022-2024 რუსეთ-უკრაინის ომი და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის ფონზე: SWOT ანალიზი

ავტორები

  • ალიკა გუჩუა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0000-0003-0347-9574
  • მარიკა ნაკაშიძე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო უსაფრთხოების მაგისტრანტი https://orcid.org/0009-0007-1910-4108

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10323

საკვანძო სიტყვები:

ბირთვული იარაღი, რუსეთ-უკრაინის ომი, საერთაშორისო უსაფრთხოება, გეოპოლიტიკა.

ანოტაცია

21-ე საუკუნემ მოახდინა ტრანსფორმაცია გლობალურ ასპარეზზე, თავისი ახალი საფრთხეებით, გამოწვევებითა და სირთულეებით. საერთაშორისო უსაფრთხოების წინაშე სულ უფრო ახალი საფრთხეები და გამოწვევები ჩნდება, რომელიც საჭიროებს დროულ რეაგირებას და ქმედითი ზომების მიღებას სახელმწიფოების, რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. საერთაშორისო უსაფრთხოების სტაბილურობას ასუსტებს მსოფლიოში მიმდინარე ომები, შეიარაღებული კონფლიქტები, პანდემიები, საერთაშორისო ტერორიზმი, ეკონომიკური კონფლიქტები, ასიმეტრიული საფრთხეები, არასახელმწიფოებრივი აგრესიული აქტორები, კლიმატის ცვლილების პროცესი. მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოებისათვის. რადგან ბირთვული იარაღის გამოყენების ან ატომიული ელექტრო სადგურების კრიტიკულად დაზიენბის შემთხვევაში მოხდება რადიაციის გავრცელება, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია. რუსეთის ოფიციალური პირების ღია განცხადებები და ბირთვული მუქარა უფრო რეალისტური ხდება რუსეთის ბირთვული დოქტრინის ცვლილებით. რუსეთის მიერ ბირთვული დოქტრინის ცვლილება წარმოადგენს მნიშვნელოვან გზავნილს დასავლეთისათვის და განსაკუთრებით უკრაინისათვის, რადგან ბირთვული იარაღის დარტყმის სამიზნე იქნება უკრაინის ტერიტორია, რომელსაც თავდაცვის მიზნით უწევს რუსეთის ტერიტორიაზე განახორციელოს გარკვეული სამხედრო მოქმედებები. ახალი დოქტრინის შედეგეგად კი რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება მაშინ თუ კი მის წინააღმდეგ ან მისი საკავშირო სახელმწიფოს ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში მათ შორის, თუ მოწინააღმდეგე, ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით, კრიტიკულ საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სუვერენიტეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია საკითხის უკეთ შესწავლა და გაანალიზება. ნაშრომის მიზანია მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომის გავლენის წარმოჩენა საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკაში, ასევე გაავანალიზოთ თუ რამდენად რეალურია რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენება. კვლევის პროცესში გამოყენებულია პოლიტიკის ანალიზის მეთოდი, კონტენტ ანალიზი და SWOT ანალიზი რუსეთ-უკრაინის საერთო საომარი პროცესების ფორმატში. კვლევის პროცესში გამოყენებულია ძალთა ბალანსის თეორია, სეკიურიტიზაციის თეორია, გეოსტრატეგიული ბალანსის თეორია, ბირთვული ტეტორის თეორია და თანამშრომლობითი უსაფრთხოების თეორია.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

18-12-2025

როგორ უნდა ციტირება

გუჩუა ა., & ნაკაშიძე მ. (2025). 2022-2024 რუსეთ-უკრაინის ომი და საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის ფონზე: SWOT ანალიზი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 122–135; 136. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10323

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.