უწერელი ჩუეულება“ ქრისტიანი ქალების შესახებ
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8718საკვანძო სიტყვები:
ჩვეულება; ქალი; დიდი სჯულისკანონი; ძველი და ახალი აღთქმა; ეპისტოლე.ანოტაცია
ოფიციალურ კანონიკურ ტრადიციაში შეურყეველი ავტორიტეტით სარგებლობს მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე მიღებული კანონები. V-VI მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ ასევე აპრობირებულია ეკლესიის წმინდა მამების ნაშრომთა ამონარიდები, რომლებიც აღიარებულია, როგორც ჩვეულება/ტრადიცია და დაცული უნდა იყოს.
სწორედ ჩვეულებას უკავშირდება ქრისტიანობის პირველი სამი საუკუნის ეკლესიის ცხოვრება. ამის მაგალითებს ვპოულობთ „დიდაქეში“ (75-85), კლიმენტი რომაელის ეპისტოლეში „კორინთელთა მიმართ“ (დაახლ. 95 წ.), იუსტინეს „აპოლოგიაში“ (II ს. შუახანები), ადგილობრივი ეკლესიების სინოდალურ აქტებში (II და III საუკუნეები), „მოციქულთა განწესებანში“ და სხვ.
შემდეგ ეს ე. წ. ჩვეულებითი სამართალი ქრისტიანული კანონიკური ტრადიციისათვის მარადიული შთაგონების წყარო გახდა. ამას ამტკიცებს I მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონი („ძუელნივე წესნი იპყრობოდედ...“) და II მსოფლიო საეკლესიო კრების მე-2 კანონი („...ბარბაროზებრთა წარმართთა შორის მყოფთა ეკლესიათა ღმრთისათა განგებაი ჯერ-არს მამათა მიერ დამტკიცებულისაებრ ჩუეულებისა“). ამავე სულითაა აღსავსე ბასილი დიდის წერილი „ამფილოქეს მიმართ სულისა წმიდისათვის“, რომელიც წარმოაჩენს ძველი წესის განსაკუთრებულ მნიშვნელობას მოციქულთა რწმენის გავრცელებისა და ეკლესიის წმინდა ტრადიციაში, არის საფუძველი მსოფლიო და ადგილობრივ საეკლესიო კრებებზე შემუშავებული სხვა მრავალი წესისა. მასში ნათქვამია: „სჯული და ეკლესიაში დაცული არაერთი განმანათლებელი სწავლება წერილობით გადმოგვეცა, ზოგიერთი კი, რომლებიც მოციქულთა ტრადიციიდან მომდინარეობს, საიდუმლოდ გვებოძა. ... თუ ვეცდებით, ხელვყოთ ეს „უწერელნი წესნი“, როგორც არცთუ ისე დიდი ძალის მქონე ... ჩვენი ქადაგება მხოლოდ ლიტონი სიტყვა გახდება“.
სწორედ ეს „უწერელი წესი“, იგივე „ჩუეულება“, რომელიც ძალით კანონის თანასწორია, იძლევა საშუალებას, ახლებურად გავიაზროთ ქრისტეს ეკლესიაში ქალის ადგილისა და როლის შესახებ არსებული ზოგიერთი კანონი, ამოკრებილი ქრისტიანული კანონიკური კრებულიდან „დიდი სჯულისკანონი“. კანონები უმეტესად ეხება ქალის ადგილს ოჯახში, ქორწინებაში, ეკლესიაში, გვხვდება წესები, რომლებსაც სჯულის კანონი ტრადიციას მიაწერს და არ განმარტავს და ა. შ. ეს საკითხები მეტად აქტუალურია გენდერული კვლევების მიმართ მზარდი ინტერესიდან გამომდინარე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .