გიორგი ჩიტაია ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში და ბრძოლის შესახებ

ავტორები

  • ნაილა ჩელებაძე ისტორიის დოქტორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ეთნოლოგიისა და სოციოლოგიური კვლევის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი https://orcid.org/0009-0003-2451-1753

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8684

საკვანძო სიტყვები:

ეთნოგრაფია, დამკომი, ოზაკომი, ქალაქის თავი, პირველი რესპუბლიკა, ინტერვენცია

ანოტაცია

აკადემიკოს გიორგი ჩიტაიას მოგონებების მიხედვით შესწავლილია ავტორის პოლიტიკური შეხედულებების ფორმირების წინაპირობები. ნაშრომში აღწერილია საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის სხვადასხვა საკითხი და მისი, როგორც ქალაქ ფოთის თავის, აქტიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწეობა საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდში. ნაშრომში გაანალიზებულია საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პროექტის შედგენის საკითხი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამხრეთის საზღვრებთან შექმნილი უმძიმესი მდგომარეობა და მისი თავდაცვის შენარჩუნება-განმტკიცების საქმეში ფოთის რაზმთან ერთად გ. ჩიტაიას აქტიური ჩართულობა. ავტორის მოგონებები თვალსაჩინოს ხდის 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შედეგად ქვეყანაში შექმნილ მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას, დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების კრიზისს, მენშევიკური მთავრობის ბათუმში გახიზვნისა და ემიგრაციაში წასვლის ცალკეულ საკითხს, მთავრობის წევრთა პოზიციებს. განსაკუთრებით ხაზგასმულია ის საფრთხე, რომელიც საქართველოს კვლავ დაატყდა სამხრეთ საზღვართან და ბათუმის დაკარგვას მოასწავებდა. 1921 წ. 18 მარტის შემდეგ ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში კვლავ აქტიურადაა ჩართული გ. ჩიტაია თანარაზმელებთან ერთად, რომელმაც ჩვეული სიზუსტით აღწერა ბათუმზე შეტევისა (სოჭი-გაგრიდან - ფოთი-ბათუმისაკენ და ახალციხიდან გოდერძის უღელტეხილით - ბათუმის მიმართულებით) და ქალაქის განთავისუფლების არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ნაშრომში სათანადო ადგილი დაეთმო გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის მტკიცე ეროვნული პოზიციის წარმოჩენას, რომლის თანამოაზრედაც თავად ავტორი გვევლინება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

ჩელებაძე ნ. (2025). გიორგი ჩიტაია ბათუმის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში და ბრძოლის შესახებ. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 185–201. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8684

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია