თურქული მედიის ანალიზი რუსეთ-უკრაინის ომში

ავტორები

  • ფატმა კამილოღლუ რეკლამირების დოქტორი, სტამბოლის ნიშანთაშის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი https://orcid.org/0000-0003-0242-5216
  • ინდირა ფუტკარაძე პოლიტოლოგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, სტამბოლის ნიშანთაშის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებისა და საჯარო ადმინისტრირების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი https://orcid.org/0000-0003-0242-5216

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8672

საკვანძო სიტყვები:

რუსეთ-უკრაინის ომი, სახალხო დიპლომატია, თურქული მედია, Twitter.

ანოტაცია

ზოგადად, მედიის გავლენა ქვეყნების ორმხრივ ურთიერთობებსა და საზოგადიებრივი აღქმის ჩამოყალიბების პროცესზე უდაოა, რაც კარგად გამოჩნდა კიდეც პირველ მსოფლიო ომის პერიოდში. მედია, გარდა იმისა, რომ საზოგადოებას აწვდის ისეთი შინაარსის ინფორმაციას, როგორიცაა ცილისწამება, პროპაგანდა, რეპუტაციის შელახვა, მკვლელობა, ცრუ ამბები და მტრობა, ის აქტიურად ეხება ისეთ თემებსაც, როგორიცაა მიუკერძოებლობა, მეგობრობა, მშვიდობა, კონფლიქტების გადაწყვეტა და შუამავლობა, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მედიას შეუძლია შექმნას პოლიტიკური კომუნიკაციის ენა, მისცეს მიმართულება მსვლელობას და იყოს მხარე ან დაიცვას ნეიტრალიტეტი, ამის ნათელი მაგალითია 2022 წლის თებერვალში დაწყებული რუსეთ-უკრაინის ომი, რაშიც აქტიურადაა ჩაბმული მედია. სწორედ მედია ქმნის საინფორმაციო ფონს და ახდენს გავლენას საზოგადოების დღის წესრიგზე, რაც პირდაპირ თუ ირიბად ახდენს გავლენას ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების აღქმა და შემეცნება ძირითადად სწორედ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ხორციელდება. მედია, როგორც პოლიტიკური პროცესების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს მაშინ, როდესაც ის ერწყმის პოლიტიკურ სფეროს.
თუ გადავხედავთ ისტორიას დავინახავთ, რომ რუსეთ-თურქეთის ურთიერთობებში არსებობს როგორც აღმასვლის, ასევე დაღმასვლის პერიოდები. რაც შეეხება უკრაინასთან თურქეთის დამოკიდებულებას, 1991 წელს უკრაინის დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, თურქეთმა უკრაინასთან კეთილმეზობლური ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გზა აირჩია. ზოგადად, თურქეთი, ცდილობს შეასრულობს შუამავლის როლი რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში. შესაბამისად, თურქეთი, მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომში, მხარეებს სთავაზობს შუამავლის როლს კონფლიქტის მოგვარების სფეროში. უნდა ითქვას, რომ თურქეთის საზოგადოებაში ამ ომთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, რაც კარგად აისახება კიდეც თურქულ მედიაში. მედია არის საზოგადოებაში ცვლილებების გამომწვევი ძლიერი მექანიზმი. აქედან გამომდინარე, ეს კვლევა მიზნად ისახავს გამოავლინოს თუ რა მიმართულებით ხდება რუსეთ-უკრაინის ომის მსვლელობის გაშუქება თურქულ მედიაში, განსაკუთრებით კი სოციალური მედიაში და ყოველივე ეს როგორ ზემოქმედებს დაინტერესებულ ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. ამ მიზნით, შერჩეულ იქნა 6 საინფორმაციო არხის Twitter-ის (2023 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტო) პოსტები. ნაშრომზე მუშაობისას გამოყენებულ იქნება „დისკურსული ანალიზის“ მეთოდი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-20

როგორ უნდა ციტირება

კამილოღლუ ფ., & ფუტკარაძე ი. (2025). თურქული მედიის ანალიზი რუსეთ-უკრაინის ომში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 134–151. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8672

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია