ხუნძური ენის ფუნქციონირების საკითხები საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/bsrcc.2023.02.08საკვანძო სიტყვები:
ხუნძური ენა, საფრთხეში მყოფი ენა, ენის სტატუსი, ეთნიკური უმცირესობის ენა, საოჯახო ენაანოტაცია
ხუნძური ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა დაღესტნური ჯგუფის ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ქვეჯგუფში შედის. ხუნძურ-ანდიურ-დიდოურ ენებზე მოლაპარაკე ეს ეთნიკური ჯგუფი დაღესტნის ხალხებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია, მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 1 მილიონამდე არიან.
თანამედროვე ხუნძების დასახლება საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან იწყება. საქართველოში მცხოვრები ხუნძების აბსოლუტური უმრავლესობა ყვარლის რაიონის სოფლებში – თივში, ჩანტლისყურესა და სარუსოში ცხოვრობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, მათი საერთო რაოდენობა საქართველოში 954 ადამიანია.
ხუნძური ენა კლასიფიცირებულია იუნესკოს საფრთხეში მყოფი ენების ატლასში (რომლის მიზანია განსაზღვროს საფრთხეში მყოფი ენების სტატუსი და დააკვირდეს მათ ფუნქციონირებას), როგორც აშკარა გაქრობის საფრთხის წინაშე მდგომი ენა.
სტატიაში წარმოვადგენ რიგ ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ხუნძური ენის ფუნქციონირებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე.
2023 წლის ოქტომბერში ვაწარმოე სოციოლინგვისტური გამოკითხვა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ხუნძები (ავარები). კვლევის შედეგების გასაანალიზებლად გამოვიყენე იუნესკოს მიერ შემუშავებული ენათა ფუნქციონირების განმსაზღვრელი ფაქტორები, კერძოდ: სოციალურ-ენობრივი მდგომარეობა, ეთნოდემოგრაფიული ვითარება, მოსახლეობის განათლების თავისებურებები და სხვა.
არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე შევეცადე, წარმომედგინა ხუნძური ენის ვიტალურობა/სიცოხლისუნარიანობის დონე საქართველოში, გამომეკვეთა პრობლემათა მიზეზები და ენის ფუნქციონირების მხარდამჭერი პროგრამების არსებობა.
წყაროები
აზმაიფარაშვილი, 2010: – აზმაიფარაშვილი ლევან, ხუნძური ენის ანწუხური დიალექტი, თბილისი, 2010.
ბარამიძე, 2008: – ბარამიძე ცირა, კავკასია დროისა და სივრცის გასაყარზე, თბილისი, 2016.
ეთნოსები საქართველოში, 2008: – საქართველოს სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა, თბილისი, 2008.
საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიში, 2022: – ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლა, თბილისი, 2022.
ჩიქობავა, 2008: – ჩიქობავა არნოლდ, ენათმეცნიერების შესავალი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008.
ჩიქობავა, ცერცვაძე, 1962: – ჩიქობავა არნოლდ, ცერცვაძე ილია, ხუნძური ენა, თბილისი, 1962.
ჩიქობავა, 1965: – ჩიქობავა არნოლდ, იბერიულ-კავკასიურ ენათა შესწავლის ისტორია, თბილისი, 1965.
ექსპედიციის მასალა: – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტის, თეა გიგიტაშვილის, მიერ 2022-2023 წლებში მოწყობილი ექსპედიციის ფარგლებში მოპოვებული სოციოლინგვისტური მასალა.
Атаев, 2023: – Атаев Борис, Языки и Диалекты Дагестана, Махачкала, 2023.
Услар, 1889: – Услар Петр, Этнография Кавказа. Языкознание. III. Аварский язык, Тифлис, 1889.