მერისის ხეობის მკვიდრთა მეტყველების მორფოლოგიური თავისებურებების შესახებ

ავტორები

  • ცისნამი ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0005-8200-1668

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12044

საკვანძო სიტყვები:

მერისის ხეობა, მორფოლოგიური თავისებურებები, აჭარული დიალექტი, სამხრული მეტყველება

ანოტაცია

წინამდებარე ნაშრომი ეხება აჭარული დიალექტის ერთ-ერთი გამორჩეული ერ­თეუ­ლის, მერისის ხეობის მეტყველების ზოგიერთ მორფოლოგიურ თავისებურებას. კვლევა ეფუძნება საველე-დიალექტოლოგიური მუშაობის შედეგად ჩემ მიერ მოპოვებულ ემპირიულ მასალასა და ცოცხალ მეტყველებას. ნაშრომში დეტალურადაა განხილული ის გრამატიკული მოვლენები, რომ­ლებიც ვლინდება სახელის ფორმაწარმოებაში, ზმნის სტრუქტურაში, ზმნისწინთა ფუნქციონი­რე­ბასა და დამხმარე მეტყველების ნაწილთა (კავშირები, თანდებულები, ნაწილაკები) გამოყენების სპეციფიკაში. მერისის ხეობის ლინგვისტური მასალის ანალიზი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ზემო აჭარის მეტყველების თავისებურებათა წარმოჩენაში, აჭარული დიალექტის შესწავლა კი სრულ­ყოფილ წარმოდგენას შეგვიქმნის ქართული ენის სამხრულ მეტყველებაზე.

სტატიაში გამოყენებულია სამხრულ მეტყველებაზე დაკვირვებების შედეგად შექმნილი შრომები და კვლევები, აღსანიშნავია, რომ ბევრი მოვლენა გადაისინჯა თანამედროვე მეცნიერების მიერ, რომლებმაც უფრო სრულყოფილად წარმოადგინეს სამხრული კილოების თავისებურებები.

სტატიის შექმნისას გამოვიყენეთ ემპირიული მასალის დამუშავების, ისტორიულ-შედარებითი, აღწერის, ანალიზის, სინთეზის და შეპირისპირების მეთოდები.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ბერიძე ც. (2026). მერისის ხეობის მკვიდრთა მეტყველების მორფოლოგიური თავისებურებების შესახებ. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 609–615; 616. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12044

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.