ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტები და საქართველო
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10409საკვანძო სიტყვები:
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტები; ევროპული საზოგადოება; რობერტ შუმანი; საქართველოს კულტურული მარშრუტები.ანოტაცია
1. ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების შექმნა, როგორც ევროინტეგრაციის შედეგი
ევროინტეგრაციის პროექტის არქიტექტორმა რობერტ შუმანმა (1886-1963 წწ), ჟან მონესთან თანამშრომლობით შეადგინა საერთაშორისოდ ცნობილი „შუმანის გეგმა“, რომელიც გამოაქვეყნდა 1950 წლის 9 მაისს. ეს არის ევროკავშირის დაბადების თარიღი. ევროპის საბჭო, რომელიც შეიქმნა 1949 წელს, განსაზღვრავს პროგრამების განხორციელების პოლიტიკას. იგი უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა ევროპაში და მოიცავს მთელ კონტინენტს.
ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების პროგრამა, რომელიც შედეგია ამ იდეის განვითარებისა და რომელმაც დიდი როლი შეასრულა ევროპის ტურიზმის განვითარებაში, 1987 წელს დაიწყო. გაფართოებული წილობრივი შეთანხმება (EPA) კულტურული მარშრუტების შესახებ, რომელსაც ხელი მოეწერა 2010 წელს, ემყარება ევროპის საბჭოს პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპებს, განსაზღვრავს პროგრამის სტრატეგიას და გასცემს „ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის“ სერტიფიკატს.
2. საქართველოს მიერთება ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებთან, როგორც მნიშვნელოვანი მოვლენა ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების შესახებ გაფართოებული წილობრივი შეთანხმების (EPA) წევრი ქვეყანა გახდა 2016 წელს. 2021 წელს ქვეყანაში ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტებისადმი მიძღვნილი მე-10 ყოველწლიური საკონსულტაციო ფორუმი ონლაინ ჩატარდა. მისი ორგანიზატორი იყო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქუთაისის მუნიციპალიტეტთან ერთად.
3. ახალი მარშრუტების ძიება და საქართველოს პერსპექტივები ევროპის საბჭოს კულტურულ მარშრუტებთან დაახლოების მიზნით
1984 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეკომენდაცია 987 (1984) ევროპის საპილიგრიმო მარშრუტებზე და მოუწოდა მინისტრთა კომიტეტს გაეცოცხლებინა ეს გზები და დაეწყო ეს პროცესი სანტიაგო დე კომპოსტელას მიმართულებით მიმავალი ევროპული გზებით. სანტიაგო დე კომპოსტელას დეკლარაციით 1987 წლის ოქტომბრიდან ეს გზა არის სარეკომენდაციო და სამაგალითო ნიმუში მომავალი პროექტებისთვის.
მოხსენებაში შეთავაზებულია სიახლე: სანტიაგო დე კომპოსტელას დეკლარაციის გათვალისწინებით შეიქმნას სახმელეთო და საზღვაო კულტურული საპილიგრიმო მარშრუტი: „ანთიმოზ ივერიელის გზა“, რომელიც იყო რუმინეთის საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე, განმანათლებელი, მესტამბე, მწერალი. მისი ხელმძღვანელობით ვლახეთში 20-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი აიგო. 1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ დააწესა 14 (27) სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





