ტრადიციული მკურნალობა აჭარაში (აიშე მჟავანაძის პრაქტიკიდან)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10404საკვანძო სიტყვები:
ხალხური მედიცინა, სამედიცინო ანთროპოლოგია, მკურნალობა, შელოცვები, აჭარა, ქობულეთი, ექიმბაში, სახალხო მკურნალი.ანოტაცია
ტრადიციულ ქართულ ხალხურ სამედიცინო კულტურას უდიდესი ისტორია აქვს. საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა, ვითარდებოდა და დღემდე შემორჩა მკურნალობის სხვადასხვა მეთოდი და საშუალება, რომლებსაც საკმაოდ დიდი როლი ეკავა სხვადასხვა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში. ქართული ხალხური სამედიცინო კულტურა მრავალფეროვანია, რაც განპირობებულია გეოგრაფიული გარემოს, ისტორიული და სოციალ-ეკონომიკური თავისებურებებით.
თანამედროვე სამყაროში უფრო და უფრო აქტუალური ხდება უძველესი ხალხური მედიცინის შესწავლა, ვინაიდან, არაერთი კვლევა ამტკიცებს, რომ ხალხური მედიცინა უმკვლავდებოდა სხვადასხვა რთულ დაავადებას და რაც მთავარია, ეს ხდებოდა ძირითადად ორგანული საშუალებებით, და ბუნებასთან მაქსიმალური ადაპტაცის შედეგად.
გარდა ბუნებრივი მკურნალობის მეთოდებისა, უძველესი დროიდან სხვადასხვა ხალხში გავრცელებული იყო მაგიურ-რელიგიური მკურნალობის მეთოდები. ამგვარი მეთოდების გამოყენება გარკვეულ ეზოთერულ ცოდნას მოითხოვდა, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სწორედ ასე გრძელდებოდა მკურნალობის უწყვეტი ტრადიცია.
გამონაკლისი არ ყოფილა არც ქართველი ხალხი, რომლის ცხოვრებაშიც რელიგიას უძველესი დროიდან მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ისტორიული პროცესებიდან გამომდინარე ქართველთა ყოფაში დაილექა სხვადასხვა რელიგიური პლასტი, რომელთა შემჩნევა შესაძლებელია სწორედ მაგიურ-რელიგიურ საშუალებებში.
სტატიაში ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით შევეცდებით წარმოვაჩინოთ XX საუკუნის პირველ ნახევარში აჭარაში მოღვაწე სახალხო მკურნალი ქალის ყოველდღიური სამედიცინო პრაქტიკა და ავხსნათ მკურნალთა მიერ გამოყენებული მაგიურ-რელიგიური წარმოდგენების როლი იმ კონკრეტულ საზოგადოებაში.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





