ნათესაობის აღმნიშვნელი ტერმინები ისტორიულ და დღევანდელ მესხეთში (ჩვენ მიერ მოძებული მასალების შედარებითი ანალიზი)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10399საკვანძო სიტყვები:
ნათესაობის ტერმინოლოგია, მესხეთი, აჭარული დიალექტი, იმერხეული მეტყველება, ეთნოლინგვისტიკა, თურქული ნასესხობები, კულტურული მეხსიერება.ანოტაცია
სტატია ეძღვნება ნათესაობის ტერმინების სისტემის ეთნო-ლინგვისტურ ანალიზს მესხეთის ისტორიულ-გეოგრაფიულ არეალში, განსაკუთრებით აჭარისა და იმერხეულის მეტყველების მასალებზე დაყრდნობით. კვლევის მიზანია ნათესაობის ტერმინოლოგიაში წარმოსახული ენობრივი, სოციალური და კულტურულ-სემანტიკური ცვლილებების გამოვლენა, რომლებიც ასახავს რეგიონის ეთნოლინგვისტურ დინამიკას. ნაშრომში გამოყენებულია აღწერითი, ისტორიულ-შედარებითი და ეთნოლინგვისტური მეთოდები, აგრეთვე საველე ექსპედიციებისას (1992-2024) ჩაწერილი მასალები.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მესხური ნათესაობის ტერმინოლოგია წარმოადგენს ქართული ლექსიკის არქაულ შრეებსა და უცხოენოვანი (უმთავრესად თურქული) გავლენების შერწყმის ნაყოფს. თურქული წარმომავლობის ტერმინები – ყარდაში, ბიბი, გელინი, დედე, ხალა, ქირვა – ინტეგრირებულია ადგილობრივ ენობრივ სივრცეში და ხშირად განიცდის სემანტიკურ ტრანსფორმაციას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საგვარეულო სტრუქტურების აღმნიშვნელ ტერმინებს (გობეგი, ჭიპი, მოწყდომა), რომლებიც ასახავენ ქართული ოჯახური მოდელის კულტურულ მდგრადობას.
მიღებული შედეგები ადასტურებს, რომ მიუხედავად გარე ლინგვისტური ზეგავლენებისა, მესხეთის დიალექტურ სივრცეში შენარჩუნებულია ქართული ენობრივი მემკვიდრეობის ძირითადი სემანტიკურ-კულტურული კოდები, რაც ნათესაობის ტერმინოლოგიას აქცევს კოლექტიური მეხსიერების მნიშვნელოვან ნიშნად.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





