ბათუმის ურბანული განვითარების ზოგიერთი ასპექტი
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10372საკვანძო სიტყვები:
ბათუმი, არქიტექტურა, განაშენიანების გეგმა, გამოწვევები.ანოტაცია
ბათუმის ტერიტორიაზე უძველესი დასახლების ნაშთები თანამედროვე ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე „ბათუმის ციხის“ ნანგრევებმა შემოგვინახა. ბათუმის ახალი, საქალაქო ტიპის განაშენიანების წარმოშობა XIX საუკუნიდან საზღვაო ნავსადგურის ჩრდილო-დასავლეთით – ყურის მიმართულებით გადანაცვლებასთანაა დაკავშირებული. ამ პერიოდიდან, ბათუმის ურბანული განვითარება, გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რეგულარული დაგეგმარების პრინციპით წარიმართა. ბათუმის განაშენიანება არ ეფუძნებოდა წინასწარ შედგენილ გეგმებს. იგი განსაზღვრული იყო არა ერთიანი, მთლიანი მხატვრულ-ხუროთმოძღვრული განვითარების იდეით, არამედ, ზოგადად, იმპერიის ქალაქებისათვის დამახასიათებელი რეგლამენტაციის წესებითა და ნორმებით. ბათუმის ძველი უბნები ჩამოყალიბდა მოწესრიგებული კვარტალური სტრუქტურის მქონე პერიმეტრის ზოლზე განვითარებული ურბანული ქსოვილის სახით. ქალაქის გეგმიანი რეკონსტრუქციისა და განაშენიანების პროცესები საბჭოთა პერიოდს უკავშირდება. 1927, 1933, 1956, 1986 წლებში შედგენილი გეგმის პროექტები წარმოადგენდა ქალაქის განაშენიანებისა და კეთილმოწყობის ძირითად სახელმძღვანელო დოკუმენტებს. 2008 წლიდან ბათუმი სწრაფად ვითარდება. არქიტექტურა ტურიზმის პოლიტიკის ნაწილი გახდა, თუმცა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციისა და ახალი განაშენიანების „კონცეფცია“ წინააღმდეგობაში აღმოჩნდა ბათუმის რეგულირებადი გეგმარების, წესრიგის, ზომიერი მასშტაბის, კამერული სივრცისა და გარემოსთან შერწყმის ტრადიციულ პრინციპებთან.
ბოლო წლებში გამოიკვეთა ბათუმის ეკონომიკური განვითარების ძირითადი მიმართულებები – საპორტო-სატრანზიტო ფუნქცია და ტურისტული სექტორი, რომელშიც ქალაქის ისტორიული ნაწილი ინარჩუნებს ტურისტული მიზიდულობის ცენტრის მნიშვნელობას და საჭიროებს განსაკურებულ ყურადღებას რეაბილიტაციისა და მოვლა-პატრონობის თვალსაზრისით. თანამედროვე მოდერნიზებული განაშენიანებისათვის კი მნიშვნელოვანია ლოკალური გეგმების, მასშტაბების, სიმაღლეებისა და სიმჭიდროვის შეზღუდვის რეგულაციების შემოღება. ქალაქის წინაშე ისევ დგას სივრცითი განვითარების სტრატეგიული ხედვის შემოთავაზების, ისტორიული ბირთვის შენარჩუნების, რეგულარული გეგმარების დაცვისა და დაბალანსებული, მხატვრულად გამომსახველი თანამედროვე არქიტექტურული გარემოს შექმნის ურთულესი ამოცანა.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





