ქართული და ემიგრანტული პრესა საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შედეგებზე (სტატიები, წერილები და მოგონებები)

ავტორები

  • თინათინ ჯაბადარი ისტორიის დოქტორი; საქართველოს ეროვნული არქივის უფროსი სპეციალისტი https://orcid.org/0009-0007-1997-5683

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10362

საკვანძო სიტყვები:

აგვისტოს აჯანყება, რეპრესიები, ქართული პრესა, ემიგრანტული პრესა, დამოუკიდებლობის დღე.

ანოტაცია

წლის თებერვალში გასაბჭოებულმა რუსეთმა ძალის გამოყენებით მოახერხა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია. იმავე წლიდან დაიწყო ქართული ეროვნული მოძრაობა, რომლის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. 1921 წლიდან დაწყებული ეროვნული მოძრაობა, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებით დასრულდა. აჯანყებამ საქართველოს ვერ მოუტანა გამარჯვება, დამარცხდა, რუსეთის ჯარმა სძლია ერთსულოვნებით ამოძრავებულ ქართველებს, მტერმა მოახერხა ქართველი ერის საუკეთესო შვილების სანიმუშოდ დასჯა, საქართველოს ყველა კუთხეში ცდილობდა ტერორით გაეტეხა ქართველი ხალხის სულიერება.
1924 წლის აჯანყების წარუმატებლობამ და მისმა შედეგებმა აღაშფოთა ევროპა, თუმცა საქართველოსთვის დახმარების ხელი არავის გამოუწვდია.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიმოფანტულმა ქართველების ნაწილმა საქართველოს ეს მძიმე მდგომარეობა და იმ წლების შეფასება თავის მოგონებებში, წერილებში გადმოგვცა. ამ მოვლენებზე მრავალი წიგნი დაიწერა, თუმცა სტატიაში გამოყენებულია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ქართველ ემიგრანტთა ფონდებში დაცული დოკუმენტები, ქართული ოფიციალური პრესისა და ემიგრანტული პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული ინფორმაციაა. აჯანყების საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, წლების განმავლობაში ხდებოდა და დღესაც ხდება მისი შეფასება.
1924 წელს აგვისტოს აჯანყებიდან ერთი საუკუნე შესრულდა. ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ, რომ ამ ჩანაწერებით თქვენამდე მომეტანა საქართველოს ისტორიიდან მშფოთვარე წლების ისტორია. თემის ქრონოლოგიური ჩარჩოები 1921-1925 წლები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ჯაბადარი თ. (2025). ქართული და ემიგრანტული პრესა საქართველოს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შედეგებზე (სტატიები, წერილები და მოგონებები). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 371–377; 378. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10362

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.