გიორგი ბოჭორიძის კახეთ-ჰერეთის ექსპედიციები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12014საკვანძო სიტყვები:
გიორგი ბოჭორიძე, კახეთი, ჰერეთი, ისტორიული ძეგლები, აღწერაანოტაცია
თემა ეხება დიდი ქართველი მეცნიერის, ეროვნული არქივის ერთერთი დამაარსებელს, ჩვენი საისტორიო საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლს, რეპრესირებულ მეცნიერს გიორგი ბოჭორიძესა და მის მიერ ჩატარებულ ექსპედიციებს კახეთსა და ჰერეთში.
გიორგი ბოჭორიძე ივანე ჯავახიშვილის საუკეთესო მოსწავლე იყო, მან ჩამოაყალიბა ისტორიკოსად, მეცნიერ-მკვლევარად, დააოსტატა ეპიგრაფიკაში, ეთნოგრაფიასა და ხელოვნებათმცოდნეობაში, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მის შემდგომ ცხოვრებაში.
ოციან წლებში ცენტრალურ არქივში მუშაობის დაწყებისთანავე შეუდგა გაბნეული საისტორიო წყაროების მოწესრიგებას, შეძლო სხვადასხვა უწყებებში დაუცველი და მოუვლელი წერილობითი წყაროების ცენტრალურ არქივში გადმოტანა, მათი სამეცნიერო წესრიგში მოყვანა. ეს იყო უაღრესად შრომატევადი სამუშაო. როგორც მის ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, 1922-1923 წლებში მის მიერ ცენტრალურ არქივში შემოტანილი იყო 23 მეტად საინტერესო და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფონდი. ცენტრალური რკინიგზის სადგურიდან ეროვნულ არქივში იქნა გადმოტანილი რუსეთიდან დაბრუნებული არქივები: კრასნოდარიდან 4 ვაგონი, სტავროპოლიდან 7 ვაგონი, კავკაზიდან 1 ვაგონი. მან აღწერა დედაქალაქის 30-ზე მეტი ეკლესია, სამლოცველო, წიგნთსაცავები და არქივები.
დედაქალაქში ასეთი მძიმე საქმეების მოწესრიგების შემდეგ გადაწყვიტა საქართველოს რეგიონებში გამოეყენებინა თავისი ცოდნა და გამოცდილება. 1923-1936 წლებში მოიარა რაჭა- ლეჩხუმი, კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, საინგილო, ქართლი. შეისწავლა და აღწერა სხვადასხვა კუთხის ისტორიული, ნივთიერი ძეგლები, ეპიგრაფიკული წარწერები, შეაგროვა ხალხში გაბნეული ეთნოგრაფიული მასალა. მან ბევრი ისეთი ეკლესია აღწერა, რომლებიც მანამდე არავის არ ენახა, მოუვლელობით კი დროთა განმავლობაში ნადგურდებოდა.
გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში დაიბეჭდა მის მიერ მოძიებული მასალის თუშეთის, რაჭა-ლეჩხუმის, იმერეთის და 2011 წელს კი ქართლის ისტორიულ ძეგლთა აღწერილობა. დღემდე არ არის გამოცემული 1923-1929 წლებში მისი კახეთსა და ჰერეთში ჩატარებული ექსპედიციების დროს მოძიებული მასალა. წინამდებარე თემის მიზანია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული გიორგი ბოჭორიძის პირადი ფონდის გამოუქვეყნებელ მასალაზე ინფორმაციის მოწოდება, რადგან საკონფერენციო თემაში შეუძლებელია წლების განმავლობაში მისი მუშაობის შედეგების სრული სახით წარმოდგენა.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





