საქართველოს საკითხი თურქეთის დიდი ეროვნული კრების დახურული სხდომის ოქმებში (1920–1921)

ავტორები

  • როინ ყავრელიშვილი ისტორიის დოქტორი; სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ყარსის კავკასიის უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-5829-8557
  • ნუგზარ ზოსიძე ისტორიის დოქტორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი https://orcid.org/0000-0001-5829-8557

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10360

საკვანძო სიტყვები:

საქართველო, თურქეთი, თბილისი, ანკარა, ეროვნული კრება.

ანოტაცია

ცნობილია, რომ პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთმა მარცხი განიცადა და 1918 წლის 30 ოქტომბერს მუდროსის კაპიტულანტურ ზავს ხელი მოაწერა. ომში გამარჯვებულმა ანტანტის სახელმწიფოები დაეუფლნენ ოსმალეთის იმპერიაში შემავალ არაბულ სახელმწიფოებს და საკუთრივ ოსმალეთის ტერიტორიის დანაწილება დაიწყეს.
1920 წლის 23 აპრილს ანკარაში მოიწვიეს ახალი პარლამენტი, რომელსაც თურქეთის დიდი ეროვნული კრება ეწოდა. თავმჯდომარედ აირჩიეს მუსტაფა ქემალ ფაშა. დიდმა ეროვნულმა კრებამ საკუთარი თავი თურქეთის ერთადერთ კანონიერ ხელისუფლებად გამოაცხადა. ამავე წლის 3 მაისს მუსტაფა ქემალის ხელმძღვანელობით მთავრობა შეიქმნა. ამგვარად, თურქეთში ორხელისუფლებიანობა დამყარდა, სტამბოლში სულთნის, ხოლო ანკარაში მუსტაფა ქემალის.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას ჯერ კიდევ ბათუმის 1918 წლის 4 ივნისის ხელშეკრულების შესაბამისად სულთნის მთავრობასთან საკუთარი დიპლომატიური წამომადგენლობა ჰყავდა. რაც შეეხება ანკარის მთავრობასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას და ანკარის მთავრობის მიერ საქართველოს დემოკრატიული მთავრობის აღიარებას, იგი შედგა 1920 წლის 8 თებერვალს, როდესაც საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენელმა სიმონ მდივანმა ანკარაში მუსტაფა ქემალ ფაშას რწმუნების სიგელები გადასცა. მანამდე, თბილისში ჩამოვიდა ანკარის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი პოლკოვნიკი ქიაზიმი (დირიქი) და საქართველოს მთავრობას რწმუნების სიგელები გადასცა. ანკარასა და თბილისს შორის ურთიერთობები მეტნაკლები თანამშრომლობით მიმდინარეობდა, თუმცა საზღვრების საკითხი გადაუჭრელი რჩებოდა.
საქართველოში ბოლშევიკური ექსპანსიის დროს, ანკარის მთავრობის მიდგომები საქართველოსადმი გარკვეულწილად შეიცვალა. ანკარამ თბილისს ართვინის და არტაანის მხარეებიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვა, ხოლო ბათუმის საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მიდგომები დააფიქსირა. რაც გამოიხატა, ერთი მხრივ ბათუმის ოლქის თურქეთთან შეერთების, მეორე მხრივ ამავე ოლქში პლებისციტის ჩატარების პირობით.
სტატიის მიზანია თურქეთის დიდი ეროვნული კრების დახურული სხდომების მიხედვით ანკარისა და საქართველოს დემოკრატიულ მთავრობებს შორის ურთიერთობის შესწავლა. მათი ანალიზის და შეჯერების საფუძველზე სამხრეთ – დასავლეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების და მიღებული შედეგების წარმოჩენა. რაც, მხარის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს მომხდარის კრიტიკული შეფასების საშუალებას მისცემს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

19-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ყავრელიშვილი რ., & ზოსიძე ნ. (2025). საქართველოს საკითხი თურქეთის დიდი ეროვნული კრების დახურული სხდომის ოქმებში (1920–1921). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 335–348; 349. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10360

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.