რუსეთის გეოპოლიტიკა კავკასიაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში და საქართველო

ავტორები

  • ჯემალ კარალიძე ისტორიის დოქტორი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი https://orcid.org/0000-0002-7179-0455

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10325

საკვანძო სიტყვები:

კავკასია, რუსეთი, ოსმალეთი, საქართველო, მუჰაჯირობა, გეოპოლიტიკური ინტერესები.

ანოტაცია

კავკასია, როგორც მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული რეგიონი, ყველა დროში იპყრობდა ევრაზიის სივრცეში გავლენის მოპოვებისათვის მებრძოლი დიდი სახელმწიფოების ყურადღებას. XVIII საუკუნიდან კავკასიაში ჰეგემონობისათვის მეტოქე ოსმალეთთან და ირანთან ერთად ბრძოლაში გაძლიერებული რუსეთის სახელმწიფოც ჩაერთო, რომელმაც კარგად გამოიყენა ერთი მხრივ თვით კავკასიელთა სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური პრობლემები, მეორე მხრივ, ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება და XIX საუკუნის დასაწყისში ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობით კავკასიაში პირველობისათვის ბრძოლაში გადამწყვეტ უპირატესობას მიაღწია. იგი თანდათან აძლიერებდა გავლენას როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში. მართალია ყირიმის ომში (1853-1856 წწ.) დამარცხებამ შეასუსტა რუსეთის პოზიციები შავი ზღვის აუზში, მაგრამ 70-იანი წლებიდან შეძლო აღედგინა შესუსტებული გავლენა, ხოლო 1877-1878 წწ. ოსმალეთთან ომში გამარჯვებით კიდევ უფრო გააძლიერა გავლენა როგორც კავკასიაში, ისე ბალკანეთში. ბერლინის ტრაქტატით რუსეთს კავკასიაში გადაეცა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. მართალია, ბათუმი რუსეთს პორტო-ფრანკოს სტატუსით გადაეცა (რომელიც, ცალმხრივად 1886 წელს გააუქმა), მაგრამ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პორტის დაუფლება რუსეთის იმპერიას დიდ პერსპექტივას უქმნიდა ახლო აღმოსავლეთში გავლენის გასაძლიერებლად. ტერიტორიულ გაფართოებასთან ერთად რუსეთი გეგმაზომიერად ცდილობდა კავკასიის ეკონომიკური, პოლიტიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით სრულიად ათვისებას რუსეთის კოლონიური ინტერესების გათვალისწინებით. ასეთი პოლიტიკის ყველაზე მძიმე შედეგს XIX საუკუნის მეორე ნახევარში მკვიდრი კავკასიელების: ადიღთა, აფხაზთა და მაჰმადიან ქართველთა (აჭარელთა, კლარჯთა) მასობრივად, იძულებით აყრა-გადასახლება, მუჰაჯირობა წარმოადგენდა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

18-12-2025

როგორ უნდა ციტირება

კარალიძე ჯ. (2025). რუსეთის გეოპოლიტიკა კავკასიაში XIX საუკუნის მეორე ნახევარში და საქართველო. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 168–175; 176. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10325

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.