რუსეთ-უკრაინის ტექნოლოგიური ომი

ავტორები

  • თორნიკე ზედელაშვილი პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი; იუსტიციის სამინიტროს ციფრული მმართველობის სააგენტოს, ინფორმაციული უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი; ინტერნეტგამოცემა „ლიდერის“ დამფუძნებელი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი https://orcid.org/0000-0003-2630-1779

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10324

საკვანძო სიტყვები:

ხელოვნური ინტელექტი; კიბერშეტევები; კიბერომი; შავიზღვისპირეთი; ტექ- ნოლოგიები; დეზინფორმაცია; ჰიბრიდული ომი.

ანოტაცია

შავიზღვისპირეთი წარმოადგენს პრიორიტეტულ რეგიონს, სადაც ფიგურირებს ექვსი ქვეყანა – რუსეთი, თურქეთი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი და საქართველო. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებიდან ყველაზე დიდ გავლენას შავიზღვისპირეთზე ახდენს რუსეთი, შემდეგ თურქეთი. შესაბამისად, რუსეთ-უკრაინის ომი დიდ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ რისკებს აჩენს როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე მთელ შავიზღვისპირეთში. მით უფრო, როცა მსოფლიო იმყოფება ტექნოლოგიური მიღწევების ისეთ ფაზაში, როცა აქტიურად მიდის საუბარი ჯარისკაცების რობოტებით ჩანაცვლებაზე. გარკვეულწილად ეს უკვე მუშაობს, ექსპერტები აღნიშნულ ომს უწოდებენ ტექნოლოგიურ ომს, ეს კი მის ხანგრძლივობაზეც ახდენს გარკვეულ ზეგავლენას. შავიზღვისპირეთის ქვეყნებს სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიური დაცვა. რუსეთ-უკრაინის ომის კოლოსალურ ზარალში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას დიდი წვლილი შეაქვს – დაიღუპა უამრავი ადამიანი და განადგურდა ინფრასტრუქტურა. ეს დაპირისპირება დიდი დოზით მოიცავს კიბერშეტევებს, დეზინფორმაციას, ეკონომიკურ ზეწოლას, ჰიბრიდული ომის კომპონენტებს. ახალი არ გახლავთ, თანამედროვე ტექნიკას უკრაინა იღებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან, ევროკავშირიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან და სხვა ევროპული ქვეყნებიდან. ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა კიბერომის წარმოება, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, შეიძლება ითქვას, გავლენას უკვე ახდენს გეოპოლიტიკასა და საომარ მოქმედებებზე პოტენციური სარგებლით, ერთი მხრივ ზარალის შემცირებით თავდაცვითი მიმართულებით, ხოლო მეორე მხრივ თავდასხმის შემთხვევაში ზარალის გაზრდით, დეტალური სამიზნე ინფორმაციის მიწოდებით და ლოჯისტიკურ საკითხებში დახმარებით. ასევე, AI გამოიყენება საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ომი წარმოების დროს. მაღალი აქტივობით მუშაობს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები კიბერთავდასხმებში, რაც მეტად საშიშ რელობას ქმნის.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

18-12-2025

როგორ უნდა ციტირება

ზედელაშვილი თ. (2025). რუსეთ-უკრაინის ტექნოლოგიური ომი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 3(I), 153–160; 161. https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10324

გამოცემა

სექცია

ისტორია და პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.