შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი: საქართველოს ახალი სატრანზიტო პერსპექტივა
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8747საკვანძო სიტყვები:
ენერგოუსაფრთხოება, განახლებადი ენერგია, შავი ზღვის ენერგოკაბელი, საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.ანოტაცია
თანამედროვე სამყაროში, მოსახლეობის რაოდენობის და წარმოების პროცესის ზრდასთან ერთად, იზრდება ენერგიაზე მოთხოვნა, რაც შესაბამისად იწვევს ენერგორესურსების დეფიციტს და ამწვავებს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ პრობლემებს. ამოწურვადი რესურსების პრობლემის მოგვარების მიზნით, მსოფლიომ დაიწყო განახლებადი ენერგიების: ტალღების, ქარის, ბიომასის, მზის, გეოთერმული, წყლის ენერგიების გამოყენება. ენერგიის მდგრადი განვითარება გულისხმობს ენერგოეფექტიანობის, განახლებადი ენერგიებისა და პოლიტიკის შემუშავების სინერგიას, რომელიც თავის მხრივ, მოითხოვს რესურსების ხელმისაწვდომობას, მნიშვნელოვან ინვესტიციებს, ძლიერ პოლიტიკურ ნებასა და თანამშრომლობას სხვადასხვა რეგიონებსა და ქვეყნებს შორის.
საქართველოს ენერგეტიკის სექტორის განვითარების ახალ შესაძლებლობას იძლევა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი. პროექტის განხორციელების ინიციატივა, რომელიც საქართველოს ეკუთვნის, დღეს უკვე რეალობას წარმოადგენს. 2022 წლის 17 დეკემბერს ხელი მოეწერა „საუკუნის პროექტს“, რომელიც ევროკავშირში, შავი ზღვის მეშვეობით, მწვანე ენერგიის ექსპორტს უზრუნველყოფს. პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას. იგი ხელს შეუწყობს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს აღნიშნულ რეგიონებს შორის.
შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროსისტემებს დააკავშირებს. პროექტი მნიშვნელოვანია მასში მონაწილე ყველა მხარისთვის, თუმცა აქტუალურია კითხვები, კერძოდ რა ეკონომიკური სარგებელი შეიძლება მოუტანოს საქართველოს პროექტმა და რა უნდა გაკეთდეს მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პროექტში არა მხოლოდ ტრანზიტორის, არამედ ექსპორტიორის სტატუსითაც იყოს წარმოდგენილი.
სტატიაში შეფასებულია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტის სატრანზიტო პოტენციალი, პროექტის მასტიმულირებელი როლი მონაწილე ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებასა და მწვანე ენერგიის წარმოებაზე; გამოთქმულია მოსაზრებები პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევების და ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .