ქართული ტრადიციული სამოსის სილუეტი და მისი კოდირება
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8715საკვანძო სიტყვები:
ტრადიციული სამოსი, კონსტრუქტორული მახასიათებლები, სილუეტი, კოდირება, ელექტრონული ბანკი.ანოტაცია
ეთნოელემენტების გამოყენებით თანამედროვე ტანსაც-მლის კოლექციების შექმნა დიზაინერისაგან მოითხოვს ტრადიციული სამო-სის, როგორც პირველწყაროს, ზედმიწევნით ცოდნას. დროთა განმავლობაში ეროვნული კოსტიუმის სამუზეუმო ნიმუშები გახდება უფრო უნიკალური და ფასეული, მათთან წვდომა კი კიდევ მეტად შეიზღუდება. აღნიშნული პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთ მიდგომას წარმოადგენს ერთიან ციფრულ ფორმატში მონაცემთა ბაზისა და საძიებო-საინფორმაციო პროგრამის შექმნა სამოსის ელემენტების სისტემატიზაციით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული ტრადიციული სამოსის ინოვაციური მეთოდით (ციფრული სახით) შენახვა, კონტაქტის გარეშე ვირ-ტუალური წვდომა და საჭიროებისამებრ გამოყენება სამეცნიერო კვლევის აქ-ტუალური მიმართულებაა. დასახული ამოცანის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია კონსტრუქ-ტორულ-კომპოზიციური მახასიათებლების ანალიზის ჩატარება, მათ შორის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია სამოსის სილუეტური ფორმა. მას ტრადიციუ-ლი სამოსის ელემენტების კლასიფიკაციაში პირველი საფეხური აქვს გამო-ყოფილი. სილუეტის დადგენის მიზნით რეგიონალურ და ეროვნულ მუზეუმებ-ში შესწავლულ იქნა სამუზეუმო ექსპონატები, კერძოდ ეთნოსამოსის კომ-პლექსების შემადგენლობაში შემავალი კაბის ფორმები, მათი ტანზე გამო-წყობილობის ხარისხი. ქართული კაბის ეთნოფორმების ანალიზმა გამოავლინა, რომ ძირითა-დად გავრცელებულია სილუეტის სამი სახე: გამოყვანილი , სწორი და გა-ფართოებული. განსაზღვრულ იქნა აღნიშნული ფორმების შეხვედრათა სიხ-შირე რეგიონების მიხედვით და შესაბამისად შეხვედრის პროცენტული თა-ნაფარდობა საერთო რაოდენობიდან. სილუეტური ფორმების შეხვედრათა რაოდენობიდან გამომდინარე, მათემატიკური სტატისტიკის მეთოდების გამოყენებით, განხორციელდა მათი კოდირება. ჩატარებული კვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ კაბის სილუეტურ ფორმებს შორის ყველაზე ხშირად გამოყვანილი სილუეტი გვხვდება, უფრო ნაკლებად გაფართოებული , ხოლო შედარებით იშვიათად სწორი სილუეტი, თუმცა აღნიშნული სილუეტების შეხვედრის რაოდენობათა შორის სხვაობა არცთუ მნიშვნელოვანია. ამრიგად, ჩატარებული კვლევებით მიღებული შედეგები გამოყენებული იქნება ტრადიციული სამოსის მახასიათებლების ელექტრონული ბანკის ფორმირების დროს, რის საფუძველზე დამუშავებული იქნება პროგრამა, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნე-ბა სამუზეუმო ნიმუშების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება მათთან უშუალო კონტაქტის გარეშე.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .