აჭარული ხელსაქმის თანამედროვე ასპექტები (ღებვა, ქსოვა, ორნამენტი)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8714საკვანძო სიტყვები:
Georgian ornament, dyeing, knitting, Adjarian handiwork, tradition.ანოტაცია
გლობალური გამოწვევების ფონზე, მცირერიცხოვანი ერის კულტურის თვითმყოფადობის შენარჩუნებისა და მისი თანამედროვე სამყაროში დამკვიდრებისთვის, კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და სისტემატური განვითარება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და საზოგადოების კეთილდღეობის წინაპირობაა. საქარ-თველოს კულტურა უნიკალური ეროვნული საგანძურია, რომელშიც ტრადიცია და თანამედროვეობა ორგანულადაა შერწყმული, ხოლო თვითგანახლების უნარი უწყვეტი პროცესია. კულტურული მემკვიდრეობა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, განათლების, აზროვნებისა და ესთეტიზაციის, ინტელექტის, სულიერების, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წყარო და ჰარმონიული საზოგადოების ფორმირების საწინდარია.
საქართველოში მრეწველობის აღორძინებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურიზმი. ტურისტთა გაზრდილი მოთხოვნების დაკმაყოფილება სავსებით შესაძლებელია ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ბაზაზე ამა თუ იმ სფეროში სამეურნეო საქმიანობის განვითარებით. უნდა შეიქმნას პროდუქციის ისეთი სახეობები, რომელიც ტურისტთა მოთხოვნების ნუსხაში აღმოჩნდება და ამავე დროს, უფრო მეტად წარმოაჩენენ ჩვენს მხატვრულ ესთეტიკურ გემოვნებას, სამეწარმეო ტექნოლოგიურ ცოდნასა და გამოცდილებას.
ნაშრომში წარმოდგენილია აჭარული ხელსაქმის, კერძოდ ქსოვის, ღებვის, ქარგვისა და ორნამენტის თანამედროვე ასპექტების კვლევა.
კვლევის მიზანია, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილ იქნას ინფორმაცია XXI საუკუნის ეთნოგრაფიულ ყოფაში დამზადებული აჭარული ნაქსოვი ნაწარმისა და მხატვრული ნაქარგობის (სამოსის აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვ.), მასალის რაობის, ქსოვისა და ქარგვის ტექნიკის, ფერის მიღებისა და დეკორის ტრადიციულ ორნამენტთან მსგავსების ხარისხის შესახებ.
საკვლევ ობიექტებს, რომელიც ნივთიერის გარდა მოიცავს ფოტო, აუდიო (ინტერვიუები კულტურული მემკვიდრეობის მატარებლებთან) და ვიდეო მასალას, მეცნიერთა ჯგუფმა თავი მოუყარა 2023 წელს მაღალმთიანი აჭარის სხვადასხვა რეგიონში განხორციელებული ექსპედიციის დროს. თანამედროვე ნაქსოვი და ნაქარგი პროდუქციის კვლევის თვალსაზრისით პარალელურ მასალად გამოყენებულია აჭარის რეგიონულ, კერძო მუზეუმებში დაცული და ყოფაში (ოჯახებში) შემორჩნილი ავთენტური ნივთიერი მასალა.
კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის (№ FR-21-19932) დაფინანსებით.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .