ნათესაობის აღმნიშვნელი ლექსიკა ფერეიდნულ დიალექტში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8713საკვანძო სიტყვები:
ქართულ-სპარსული ენობრივი ურთიერთობები; ქართული ენის ფერეიდნული დიალექტი; ქართული დიალექტური ლექსიკა; ნათესაობის აღმნიშვნელი ლექსიკა ფერეიდნულში.ანოტაცია
ირანში, ფერეიდნის პროვინციაში XVII საუკუნეში გადასახლებულ ქართველთა მეტყველება ფერეიდნული დიალექტის სახით ჩამოყალიბდა. დედასაქართველოსთან ოთხსაუკუნოვანი უკონტაქტობისა და სპარსული ენისა და კულტურის ძლიერი გავლენის შედეგად ფერეიდანში მცხოვრებ ქართველთა მეტყველებამ გარკვეული ცვლილებები განიცადა. მიუხედავად ამისა, მშობლიურ გარემოს მოწყვეტილი ფერეიდნული დიალექტი ირანში კუნძულის სახით დღემდე არსებობს და ენობრივი თვითიმუნიზაციის საოცარ ნიმუშს წარმოადგენს.
ფერეიდნული დიალექტი მრავალმხრივ იქცევს ყურადღებას. წარმოდგენილ სტატიაში განვიხილავთ ნათესაური ურთიერთობის აღმნიშვნელ ლექსიკას.
კვლევა ძირითადად ეყრდნობა ფერეიდნის ქართულ სოფლებში (ჩუღრუთი, მარტყოფი, ვაშლოვანი, ახჩა, თორელი, ნაჯაჶაბადი...) ჩვენ მიერ ჩაწერილ ახალ დიალექტურ მასალას, ასევე დავამუშავეთ გამოქვეყნებული ფერეიდნული ტექსტები, განმარტებითი და დიალექტური ლექსიკონები, საკითხთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურა.
გაანალიზებული მასალის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ფერეიდნულში საკმაოდ კარგადაა დაცული ნათესაობის აღმნიშვნელი ქართული ლექსიკა. ქართულ სიტყვაფორმათა ნაწილი (სიძე, ზალი, მაზლი, მული, დედამთილი, მამამთილი...) დღესაც აქტიურად გამოიყენება, ნაწილი კი სპარსული (ან სპარსულის გზით შემოსული არაბული, თურქული) ლექსიკური ერთეულების პარალელურად იხმარება (ძმა/დაშია, და/ბაჯი). ამასთან, ზოგი ქართული სიტყვა (შვილიშვილი, შვილთაშვილი, ბიცოლა...) შესაბამისმა უცხოურმა მასალამ (ნავა, ნათიჯა, ზანამუა) ჩაანაცვლა. ბილინგვურ გარემოში, სადაც სპარსული სახელმწიფო ენაა და ყველა სფეროში ფუნქციონირებს, ხოლო ქართული ფერეიდნელ ქართველთათვის საშინაო სამეტყველო კოდს წარმოადგენს, ქართული ენობრივი ფაქტების შეზღუდვა-შევიწროების პროცესი ბუნებრივი და, სამწუხაროდ, შეუქცევადი პროცესია.
საკვა
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .