რომანტიზმის რეცეფციისათვის ქართულ სიმბოლისტურ დისკურსში

ავტორები

  • თამარ პაიჭაძე ფილოლოგიის დოქტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი https://orcid.org/0000-0002-8263-9881

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8691

საკვანძო სიტყვები:

literature, Cultural studies, Modernism, Romanticism, Epoch.

ანოტაცია

როგორც ცნობილია, ქართული სიმბოლისტური სკოლა მოტივირებული იყო როგორც ევროპულის ვარიაცია და არსითაც აბსოლუტურად იდენტური. აქედან უნდა ვეძებოთ ტოტალიტარული იდეოლოგიის მიერ მოდერნისტთა მიმართ არსებული ყბადაღებული ბრალდებების სათავეც: რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად მსგავსნი და ერთმანეთის მიმბაძველნი. თუნდაც ზოგადი გადახედვით საცნაურია, რომ მიუხედავად მათი იდენტური მსოფლმხედველობრივ - მეთოდოლოგიური არჩევანისა, ქართული სიმბოლისტური ჯგუფის წევრები შემოქმედებითი სტატუსით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ფაქტია, ამ არაორდინალურობის სათავე ქართულ კლასიკურ მწერლობაში უნდა ვეძიოთ. კითხვას - ჰყავდათ თუ არა ქართველ მოდერნისტებს ნაციონალურ შემოქმედებით გარემოში წინაპარი, ბუნებრივია, პირველყოვლისა რომანტიზმამდე მივყავართ... და აქ პასუხი არაერთგვაროვანი იყო მაშინაც - ქართველი სიმბოლისტებისაგან და ასეთივეა დღესაც, სალიტერატურო კრიტიკისაგან.
კულტუროლოგიურ კვლევებში სიმბოლიზმი „ნეორომანტიზმადაც“ მოიხსენება. ამ შემთხვევაში მუშაობს მისი ისტორიული და მეთოდოლოგიური მიმართება ევროპული რომანტიკული სკოლების ტრადიციებთან, თუმცა საქართველოში ეს დამოკიდებულება განსხვავებულია: იმდენად, რამდენადაც სიმბოლიზმი არსით ქართული მოვლენა არ იყო და ქართული რომანტიკული სკოლისგანაც საუკუნოვანი დისტანცია აშორებდა, მათი კავშირი უფრო ისტორიული მეხსიერების დონეზე არსებობდა. ქართველი სიმბოლისტები ქართველ რომანტიკოსთა შემოქმედებით მსოფლმხედველობაში დასაყრდენს ნაკლებად აცნობიერებდნენ, ამით აიხსნება მათი არაერთგვეროვანი დამოკიდებულება ნიკოლოზ ბარათაშვილის პოეზიისადმი, - მისი მხოლოდ ზოგიერთი ლექსი მიიღეს, ხოლო ზოგადად ქართული რომანტიზმის წარმომადგენელთაგან მხოლოდ ბარათაშვილს აღიარებდნენ, თუმცა ინტერკულტურული გავლენანი აშკარაა, ქართველი სიმბოლისტებისათვის მსოფლიო რომანტიკული სკოლების შემოქმედნი და მათი მხატვრული სახე-სიმბოლოები უფრო ახლობელი გახდა.
თუკი საქართველოში მოდერნისტული მსოფლაღქმის ლიტერატურულ პრეამბულაზე უნდა მივუთითოთ, უფრო მოკლე ქრონოლოგია ჩანს გასავლელი - სულ ორიოდე ათწლეული ვაჟა-ფშაველას და ვასილ ბარნოვის შემოქმედებით ბიოგრაფიებთან მისაახლოებლად, რადგან მოდერნისტული აზროვნების სილუეტები მათ შემოქმედებით დისკურსებში ცალსახად იკვეთება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-02-21

როგორ უნდა ციტირება

პაიჭაძე თ. (2025). რომანტიზმის რეცეფციისათვის ქართულ სიმბოლისტურ დისკურსში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 2(2), 272–284. https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8691

გამოცემა

სექცია

ლიტერატურა და ფოლკლორი