რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის ანარეკლი ქობულეთურ ფოლკლორში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8690საკვანძო სიტყვები:
ფოლკლორი, აჭარა, ქობულეთი, გურია, რუსეთ-ოსმალეთის ომი, ზეპირსიტყვიერება.ანოტაცია
1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომი გამოდგა ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი და ამავდროულად შედეგიანი საქართველოსთვის. ქართული საზოგადოების მოლოდინი ამ ომისგან ქართული მიწების დედასამშობლოსთან დაბრუნება იყო, რის გამოც ის დიდი აღტკინებითა და სიხარულით შეხვდა ომის დაწყებას. ტრადიციულად, როგორც სხვა შემთხვევაში, ამ ომშიც კავკასიის ფრონტს დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. ძირითადი, საბრძოლო მოქმედებები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. ომის შედეგად რუსეთის იმპერიამ კავკასიაში მიიღო ქალაქი არტაანი, ყარსი, ბათუმი (პორტო-ფრანკოს სტატუსით) და მთელი ტერიტორია სოღანლუღის მთებამდე, ე.ი. ოსმალთა ბატონობისგან გათავისუფლებულ იქნა სამხრეთ საქართველოს და დასავლეთ სომხეთის მნიშვნელოვანი ნაწილი. გარდა ადამიანური დანაკარგებისა ამ ომს თან ახლდა ისედაც ღარიბი მოსახლეობის სრულად გაღატაკება, იძულებითი გადასახლება (მუჰაჯირობა), გახიზვნა, ახალ ადმინისტრაციულ წყობილებაში გადასვლა, მასთან შეგუება და ა.შ. ამ რთული ვითარების ფონზე ადგილობრივ მოსახლეობაში გაჩნდა არაერთი ლექსი, გამოთქმა, სიმღერა და შაირი. მათი გარკვეული ნაწილი შემორჩა მოსახლეობაში ზეპირსიტყვიერების გზით და დღემდე მოაღწია.
ნაშრომი ეხება რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის ასახვას ქობულეთურ ფოლკლორში, რომელსაც ყველაზე ახლო კავშირები ჰქონდა გურიასთან. სტატიის მიზანია სრულფასოვნად აღადგინოს, შეკრიბოს და ერთიანი სახით წარმოადგინოს აღნიშნული პერიოდის ფოლკლორული ნიმუშები, რადგან ეს კარგი საშუალებაა XIX საუკუნის მეორე ნახევარში მცხოვრები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს, კერძოდ საზღვრისპირა მოსახლეობის ისტორიული და კულტურული რეალობის ნათლად აღქმისთვის.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .