რომაული სამაგიდო თამაშები და გონიო-აფსაროსი
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v2i2.8645საკვანძო სიტყვები:
რომის იმპერია, რომაელი ჯარისკაცი, რომაული სამაგიდო თამაშები, გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე.ანოტაცია
სტატიაში წარმოდგენილი და განხილულია გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრის ტერიტორიაზე უკანასკნელ წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი არტეფაქტები, რომლებიც რომაულ სამაგიდო თამაშებთანაა დაკავშირებული.
ცნობილია, რომ ძველ რომში მრავალი სახეობის სამაგიდო თამაში არსებობდა. გართობის ეს მიმდინარეობა კი ყველა სოციალურ ფენაში თანაბარი პოპულარობით სარგებლობდა. ამას მოწმობს რომაული ციხესიმაგრეებისა თუ დასახლებული პუნქტების არქეოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი სამაგიდო თამაშების დაფები, ქვები, ფიგურები თუ სხვა ატრიბუტები. რომაული კულტურა, ჩვენს შემთხვევაში განტვირთვისა თუ გართობის საშუალებები, ჯარისკაცების მეშვეობით სწრაფად ვრცელდებოდა საზღვრისპირა რეგიონებში. გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრეში აღმოჩენილი მრგვალი ფორმის სათამაშო ქვები სწორედ ამის მიმანიშნებელია. ასევე ინტერესს იწვევს ჭურჭელზე დატანილი ორნამენტი, რომელსაც შესაძლოა სამაგიდო თამაშის დაფის დანიშნულებაც კი ჰქონოდა.
რომაულ სამაგიდო თამაშებთან დაკავშირებული ნივთების გონიო-აფსაროსის ტერიტორიაზე აღმოჩენა ნათლად გვიჩვენებს, რომ პრინციპატის მმართველობის დროს კოლხეთის სანაპირო ზოლი, რომის იმპერიის, როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე კულტურული გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. აღმოჩენილი ნივთების შესწავლა კი კიდევ უფრო გვაახლოებს კოლხეთის სანაპიროზე დისლოცირებული რომაული სამხედრო შენაერთების ყოველდღიურობასთან.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .