ემე ნაცვალსახელი ფერეიდნულ დიალექტში (ფორმობრივი და ფუნქციურ-სემანტიკური ანალიზი)

ავტორები

  • ეკა დადიანი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი https://orcid.org/0009-0005-8231-5552

DOI:

https://doi.org/10.52340/bsrcc.2023.02.09

საკვანძო სიტყვები:

ქართული ენის ფერეიდნული დიალექტი, ქართული დიალექტური ლექსიკა, ემე ნაცვალსახელი, ფილერები ფერეიდნულ დიალექტში

ანოტაცია

ფერეიდნული დიალექტი ირანში XVII საუკუნეში გადასახლებული ქართველების მეტყველების საფუძველზე ჩამოყალიბდა. ფერეიდნულმა უცხო ენობრივ-კულტურულ გარემოში დღემდე შეინარჩუნა ქართული ენის ძირითადი სისტემური და სტრუქტურული მახასიათებლები. დიალექტის განვითარებას უმთავრესად ქართული ენის შინაგანი კანონები განსაზღვრავს, თუმცა, ამავე დროს, შესამჩნევია სპარსული ენის გავლენაც.

ზოგადად, დიალექტური მეტყველება ფილერების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ქართული გარემოსგან იზოლირებულ დიალექტის მონაცემები და  მისი შედარება ქართული ენის სხვა კილოებთან.

წარმოდგენილ სტატიაში განხილულია ემე ნაცვალსახელის (ფილერის) ფორმობრივი და ფუნქციურ-სემანტიკური მახასიათებლები; გააანალიზებულია ჩვენ მიერ ფერეიდანში ჩაწერილი ახალი დიალექტური მასალა, ასევე, გამოქვეყნებული ფერეიდნული მეტყველების ნიმუშები.

ფერეიდნულში ფილერის ფუნქციით საკმაოდ გავრცელებულია ემე ნაცვალსახელი, რომელიც პირის ნაცვალსახელებისაგან სხვაობს როგორც ფორმით, ისე ფუნქციით.

  1. ემე ნაცვალსახელი დასტურდება სხვადასხვა ბრუნვის ფორმით (ემე, ემემ, ემეს...); მრავლობით რიცხვს -ებ სუფიქსით აწარმოებს (ემები, ემებმა, ემებს...). დაერთვის თანდებულები (ემეჩი, ემეზე...).
  2. ემე ნაცვალსახელი ხშირად გვხვდება ქნა ზმნასთან კომბინაციაში. ზმნა ჩვეულებრივ იცვლება პირის, რიცხვისა და მწკრივის მიხედვით. ემე I სერიის ფორმებთან მიცემით ბრუნვაში დგას (ემეს-ვიქთ, ემეს-იქმენ), II და III სერიებში კი – სახელობითში (ემე-ვქნა: ემე-გიქნია).

ფერეიდნული დიალექტი ემე ნაცვალსახელის გამოყენების თვალსაზრისით ავლენს მსგავსებას ქართული ენის სხვადასხვა კილოებთან (იმერხეული, ტაოური, ლივანური, აჭარული, კახური...), რაც ფერეიდნულში არსებული საერთოქართული კანონზომიერებების მაჩვენებელია.

 

ავტორის ბიოგრაფია

ეკა დადიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი

ფილოლოგიის დოქტორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი
ელ-ფოსტა: eka.dadiani@atsu.edu.ge ტელ.: 598 10 14 72
ORCID: https://orcid.org/0009-0005-8231-5552

წყაროები

აბაშვილი, 2009: – აბაშვილი ვასილ, „ქართული ენის ინგილოური დიალექტი“, გამომც. „მერიდიანი“, თბილისი, 2009.

ბერიძე, ბაკურაძე, 2020: – ბერიძე მ., ბაკურაძე ლ., „ქართული ენის ფერეიდნული დიალექტი“, გამომც. „მერიდიანი“, თბილისი, 2020.

დადიანი, 2013: – დადიანი ე., „ემე ნაცვალსახელი იმერხეულსა და ტაოურში“, XXXIII რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესიის მასალები, თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, (გვ. 18-20), 2013.

დადიანი, 2015: – დადიანი ე., „III პირის (ჩვენებით) ნაცვალსახელთა წარმოების თავისებურებები ტაოურში“, ილია ჭავჭავაძის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ჟურნ. „წელიწდეული“, VII, გამომც. „ქუთაისი“, ქუთაისი, (გვ. 107-114), 2015.

დადიანი, 2020: – დადიანი ე., „ნაცვალსახელი-ფილერები ქვემოიმერულში (ოკრიბული მეტყველების მიხედვით)“, XL რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სესიის მასალები, თსუ-ს გამომცემლობა, თბილისი, (გვ. 54-61), 2020.

ექსპედ. მას., 2023: – ფერეიდანში 2023 წელს დიალექტოლოგიური ექსპედიციის პერიოდში ჩაწერილი დიალექტური მასალა (დაცულია აწსუ-ს პროფ. ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ქართველოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში), 2023.

თოდუა, 1975: – თოდუა მ., „ქართულ-სპარსული ეტიუდები“, II, გამომც. „მეცნიერება“, თბილისი, (ფერეიდნული ტექსტები – გვ. 29-111), 1975.

მარტიროსოვი, 1964: – მარტიროსოვი ა., „ნაცვალსახელი ქართველურ ენებში“, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 1964.

ორბელიანი, 1991: – ორბელიანი ს., „ლექსიკონი ქართული“, გამომც. „მერანი“, თბილისი, 1991.

ფუტკარაძე, 1993: – ფუტკარაძე შ., „ჩვენებურების ქართული“, წიგნი პირველი, აჭარის ჟურნალ-გაზეთების გამომცემლობა, ბათუმი, 1993.

ქდკ: – ქართული დიალექტური კორპუსი. http://corpora.co/#/corpus. 22.07.2023.

ღლონტი, 1984: – ღლონტი ა., „ქართულ კილო-თქმათა სიტყვის კონა“, გამომც. „განათლება“, თბილისი, 1984.

ჩიქობავა, 2010 (1927): – ჩიქობავა ა., „ფერეიდნულის მთავარი თავისებურებანი“, ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, №7, ტფილისი, 1927. წიგნში: არნ. ჩიქობავა, შრომები, I, გამომც. „მერიდიანი“, თბილისი, (გვ. 180-239), 2010.

ჩხუბიანიშვილი, 2012: – ჩხუბიანიშვილი დ., „საენათმეცნიერო წერილები“, თსუ გამომც., თბილისი, 2012.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-06-28

გამოცემა

სექცია

ენათმეცნიერება