კოლხი მედეა XXI საუკუნის დრამატურგიაში
DOI:
https://doi.org/10.52340/bsrcc.2022.01.10საკვანძო სიტყვები:
სიყვარული, ემიგრანტობა, სამშობლოს ღალატი, ძმის და შვილების მკვლელობაანოტაცია
მედეას ამოუცნობი პერსონაჟის სრულიად ახლებურ გადააზრებას გვთავაზობენ თანამედროვე დრამატურგები, ბოლო პერიოდში შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ავტორის პიესა, სადაც მედეას თემატიკა ახლებურადაა გაცოცხლებული და წარმოჩენილი.
ყველა ავტორი საკუთარი ინტერპრეტაციით ცდილობს ამბის გადმოცემას, თუმცა ყველა მათგანში წარმოდგენილია მიტოვებული, შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებული ქალი, რომელიც იბრძვის გადარჩენისთვის.
თანამედროვე ავტორებმა მედეა გააცოცხლეს დღევანდელობაში, მას შეუქმნეს მოცემულობა რომელშიც ყველა ჩვენგანი ცხოვრობს და კვლავ მისცეს შანსი ეცხოვრა და ებრძოლა საკუთარი ბედნიერებისთვის, ასეთმა ინტერპრეტაციამ ნათელი გახადა რომ არის ცხოვრებისეული კანონზომიერებები, რომელსაც არ აქვს დრო და სივრცე.
წყაროები
გორდეზიანი, 2009: - გორდეზიანი რისმაგ, ,,ბერძნული ლიტერატურა’’, გამომცემლობა ,,ლოგოსი’’, თბილისი.
გორდეზიანი.., 2005: - გორდეზიანი რისმაგ, ტონია ნანა, ,,ანტიკური ლიტერატურა. გამომცემლობა ,,ლოგოსი’’, თბილისი.
ევრიპიდე, 2017: - ევრიპიდე ,,მედეა’’, გამომცემლობა ,,ლოგოსი’’, თბილისი.
ხარატიშვილი.., 2020: - ხარატიშვილი ნინო, ფლურაკისი ანდრეას, ბუღაძე ლაშა, ,,სამი მედეა’’, გამომცემლობა ,,არტანუჯი’’, თბილისი.
ციკოლია,2020: - ციკოლია პაატა, ,,მედეა s01e06’’, თბილისი.
მგელაძე გურამ ,,მედეა’’http://arilimag.ge/.