კომპოზიტები აჭარული დიალექტის ლექსიკაში
DOI:
https://doi.org/10.52340/bsrcc.2022.01.08საკვანძო სიტყვები:
დიალექტი, კომპოზიტი, ნეოლოგიზმი, ლექსიკური ფონდიანოტაცია
რთული სიტყვების წარმოქმნის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა დიალექტები. ამ მხრივ მდიდარი ფაქტობრივი მასალა ჩნდება აჭარული დიალექტის ლექსიკაშიც და მიჰყვება ქართულ სალიტერატურო ენაში კომპოზიტთა მიღების წესებს.
კომპოზიტი, წარმოქმნის მომენტისათვის, ნეოლოგიზმია, მაგრამ იგი შეიძლება შედგენილი იყოს ისეთი ძირებით, რომელიც უკვე აღარაა ხმარებაში და ისტორიის კუთვნილებად ქცეულა. ამგვარ სიტყვა-ტერმინთა მიგნება და კვლევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ლექსიკოლოგიაში. აჭარული დიალექტის ლექსიკაში დაფიქსირებულ კომპოზიტებშიც შემონახულია უძველესი, არქაული თუ ძველი ქართულისთვის ცნობილი ლექსემათა ძირები, საკუთრივ აჭარულისათვის დამახასიათებელი ლექსიკური ერთეულები, ქართულ-უცხოენოვანი ჰიბრიდული თუ ნასესხები კომპოზიტები.
ახალი, რთული ლექსიკური ერთეულების გაჩენა ენასა თუ დიალექტში უწყვეტი პროცესია და ასეთი სიტყვები ხშირად ლექსიკურ ფონდში მკვიდრდება.
წყაროები
აბულაძე, 1973: – აბულაძე ი., ძველი ქართული ენის ლექსიკონი, თბ., 1973.
თოფურია, ქალდანი, 2000: – თოფურია ვ., ქალდანი მ., სვანური ლექსიკონი, თბ. 2000.
ნოღაიდელი, 2013: – ნოღაიდელი ჯ., აჭარული კილოს სალექსიკონო მასალები, ბათუმი, 2013.
საბა, 1928: – სულხან-საბა ორბელიანი, ქართული ლექსიკონი, ტფ., 1928.
შანიძე, 1971: – შანიძე ა., ქართული გრამატიკის საფუძვლები, თბ., 1971.
ჯავახიშვილი, 1930: – ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ეკონომიური ისტორია, ტფ., 1930.
Гамкрелидзе, Иванов, 1984: – Гамкрелидзе Т., Иванов В., «Индоевропейский язык и Индоевропейцы», Тб., 1984