ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ეკონომიკური პოტენციალი
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12071საკვანძო სიტყვები:
შუა დერეფანი, საზღვაო ტრანსპორტიანოტაცია
საქართველოს მდგრადი ეკონომიკური განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის, ღრმაწყლოვანი პორტების მშენებლობა და ექსპლუატაცია. შავიზღვისპირა აკვატორიაში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის მიზანია ქვეყნის გარდაქმნა სამხრეთ კავკასიის მთავარ ლოჯისტიკურ და სავაჭრო ცენტრად. ეს პროექტი დიდ ეკონომიკურ გავლენას მოახდენს მთლიანად რეგიონზე და გადამწყვეტია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რამეთუ ის აძლიერებს ქვეყნის პოზიციებს ძირითად საერთაშორისო სავაჭრო მარშრუტებზე, განსაკუთრებით ახალი აბრეშუმის გზის შუა დერეფანში, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ევროპისა და აზიის ქვეყნებს.
დიდი საკონტეინერო გემების მართვისა და გაზრდილი ვაჭრობის ხელშეწყობის პოტენციალით, პორტი გაზრდის ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს სხვადასხვა სექტორში, მათ შორის: პორტის ლოჯისტიკაში, მშენებლობაში, ტრანსპორტირებაში, სასაწყობო მეურნეობაში და საკრუიზო ტურიზმის სფეროში; და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გააძლიერებს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში.
ნაშრომში, სამეცნიერო კვლევებზე, პოლიტიკის დოკუმენტებსა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიებზე დაყრდნობით, წარმოდგენილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, მშენებლობის მიმდინარე პროცესის ძირითადი გამოწვევები და წარმოდგენილია რეკომენდაციები, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





