ქალაქ ბათუმის სინანტროპული ფლორის ზოგადი საკითხები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12069საკვანძო სიტყვები:
სინანტროპიზაცია, სინანტროპული ფლორა, ურბანული ფლორა, უცხო წარმოშობის მცენარეები, ინვაზიური მცენარეებიანოტაცია
ანთროპოგენური ფაქტორების გაძლიერებამ ბუნებრივ და ანთროპოგენურად ტრანსფორმირებულ ეკოსისტემებზე განაპირობა სინანტროპიზაციის პროცესების ინტენსიფიკაცია და სინანტროპული ფლორის ფორმირება ურბანულ ლანდშაფტებში. ნაშრომში წარმოდგენილია ქალაქ ბათუმის სინანტროპული (ანთროპოფიტური) ფლორის გავრცელების თავისებურებებისა და სახეობრივი შემადგენლობის შეფასება არსებული ლიტერატურული მონაცემებისა და მიმდინარე საველე-ფონური დაკვირვებების საფუძველზე. კვლევა განხორციელდა ქალაქ ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს ურბანულ, ნახევრადურბანულ და პერიურბანულ ზონებს. მცენარეული საფარის შესწავლა ხორციელდებოდა ბოტანიკური ექსპედიციების ფარგლებში სტანდარტული ფლორისტული მეთოდების გამოყენებით. მიღებული მონაცემები იძლევა შესაძლებლობას შეფასდეს სინანტროპული ფლორის სივრცითი განაწილება, ჰაბიტატური სპეციფიკა და კავშირი ურბანიზაციის პროცესებთან. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბათუმის, როგორც უცხო წარმოშობისა და პოტენციურად ინვაზიური მცენარეების გავრცელების „ცხელი წერტილის“ როლს, მისი გეოგრაფიული მდებარეობის, სატრანსპორტო კავშირებისა და ტურისტული დატვირთვის ფონზე. კვლევის შედეგები წარმოადგენს საფუძველს ურბანული ფლორის მონიტორინგის, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და ინვაზიური სახეობების მართვის სტრატეგიების შემუშავებისთვის.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





