ანტიკური ტრაგედიიდან თანამედროვე დრამამდე: მედეას პერსონაჟის რეკონსტრუქცია პაატა ციკოლიას პიესაში

ავტორები

  • თათია დავითაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0007-7888-719X

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12064

საკვანძო სიტყვები:

გენდერული უთანასწორობა, ექსპერიმენტული თეატრი, კოლხეთი, მედეა, მითის რეკონსტრუქცია, პაატა ციკოლია, თანამედროვე დრამა, შურისძიება

ანოტაცია

პაატა ციკოლია რეჟისორია, რომლის ბიოგრაფიას მიეკუთვნება არაერთი ექსპე­რი­მენტული სპექტაკლის დადგმა. შეიძლება ითქვას, რომ ავტორი ყველაზე უფრო რადიკალური მედეას მიმართაა, მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია ეროვნული იდენტობის საკითხი, მითო­სუ­რი არქეტიპები და ა. შ. მას უფრო აინტერესებს, ზოგადად, თანამედროვე ევროპული ლიტერატურის აქტუალური პრობლემები: ემიგრანტის მდგომარეობა უცხო ქვეყანაში, გენდერული უთანასწორობა და სხვ.

პიესაში მოქმედება იწყება კოლხეთის მთებში; უკვე გარდაცვლილია მეფე აიეტი, 40 წელია გასული მედეას ამბიდან, მაგრამ ის არავის დავიწყებია, ახსოვთ მისი ხმა და კივილი: ,,ეს მე ვარ, მედეა!’’

პიესის მთავარი სიუჟეტური სიახლე ისაა, რომ მედეა სამსჯავროზე გაჰყავთ საკუთარ ოჯახის წევრებს; საშინლად დამცირებული მედეა, შერცხვენილი მთელი კოლხეთის წინაშე, განიზრახავს შურისძიებას მთელ სამყაროზე; მედეა არ არის იასონზე შეყვარებული ქალი და არც იასონს გაუ­ტა­ცებია ოქროს საწმისი, პირიქით, მედეა, რომელიც დაუპირისპირდა მამას და ძმას, გაიქცა კოლ­ხეთიდან და მან თან წაიღო საწმისიც მათ დასასჯელად; მისი მიზანია მისი ოჯახის განადგურება და კოლხეთის დამხობა, ძველი დიდების წართმევა. ავტორი მედეას მიმართ დაუნდობელია, უფრო მეტიც - ცინიკური და სარკასტული. მედეა მისთვის სასტიკი მკვლელია: „ეს მე ვარ, მედეა, სასტიკი მკვლელი“.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

დავითაძე თ. (2026). ანტიკური ტრაგედიიდან თანამედროვე დრამამდე: მედეას პერსონაჟის რეკონსტრუქცია პაატა ციკოლიას პიესაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 855–860; 861. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12064

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.