საქართველოს ასურელების სამეურნეო ადაპტაციისა და ყოფის საკითხები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12060საკვანძო სიტყვები:
ასურელები, საქართველო, ეთნიკური უმცირესობები, სამეურნეო ადაპტაცია, ეთნიკური იდენტობა, ტრადიციული ყოფა, ქანდა, ეთნოგრაფია, კულტურული ინტეგრაცია, მიგრაციაანოტაცია
სტატიაში განხილულია საქართველოში მცხოვრები ასურელების სამეურნეო ადაპტაციისა და ყოფის ძირითადი საკითხები. კვლევის მიზანია საქართველოს ასურული თემის მიგრაციის ისტორიის, სამეურნეო საქმიანობის, ტრადიციული ყოფისა და ქართულ ეთნოკულტურულ გარემოსთან ინტეგრაციის პროცესის წარმოჩენა. ნაშრომი ეფუძნება ისტორიულ წყაროებს, ეთნოგრაფიულ ლიტერატურას, პერიოდულ გამოცემებსა და საველე ეთნოგრაფიულ მასალას.
განხილულია ასურელთა საქართველოში ჩამოსახლების ისტორიული წინაპირობები და მიგრაციული ტალღები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდას, როგორც საქართველოში ასურელთა ძირითად დასახლებას. გაანალიზებულია მათი სამეურნეო ადაპტაციის პროცესი, რომელიც გამოიხატა ადგილობრივი მიწათმოქმედების, მევენახეობა-მეღვინეობის, მესაქონლეობისა და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების ათვისებაში. ამასთანავე, ნაჩვენებია, რომ ასურელებმა ქართულ გარემოში ინტეგრაციის მიუხედავად შეინარჩუნეს ეთნიკური თვითმყოფადობის მნიშვნელოვანი ნიშნები – ენა, რელიგიური ტრადიციები, რიტუალები, დღესასწაულები და ტრადიციული კულინარია.
კვლევა ცხადყოფს, რომ საქართველოს ასურელთა სამეურნეო ადაპტაცია წარმოადგენდა ადგილობრივი ბუნებრივ-ეკონომიკური პირობებისადმი წარმატებულ შეგუებას, რომელიც განხორციელდა ეთნოკულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებასთან ერთად. ეს პროცესი ნათლად ასახავს ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციისა და კულტურული მდგრადობის თავისებურებებს საქართველოში.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





