სიტყვის მაგიური ძალისა და მოქმედების რწმენის ასახვა ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში

ავტორები

  • ანა ფუტკარაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0003-0789-0114

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12057

საკვანძო სიტყვები:

შელოცვა, სოციუმი, მსოფლმხედველობა, ფსიქოლოგიური პორტრეტები

ანოტაცია

ნაშრომში შესწავლილია ეგნატე ნინოშვილის (1859-1894) მოთხრობებიდან ამოკ­რე­ბილი სიტყვის მაგიური ძალის რწმენის ამსახველი ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, გაანალიზებუ­ლია მათი შექმნის მოტივი და ამ მოტივზე აგებულ პერსონაჟთა სახე-ტიპები. მწერალი იყენებს უშუალოდ ხალხის წიაღში დაბადებულ რწმენა-წარმოდგენათა ამსახველ სტრიქონებს, რომლებიც მასის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გამხდარა; ამათგან ერთ-ერთია ქართული ხალხური შელოცვები.

სიტყვის მაგიური ძალის რწმენასა და პრაქტიკულ მოქმედებებზე (ხალხური მკურნალობა) დაფუძნებული არქაული ჟანრის ნიმუშები - ხალხური შელოცვები, რომლებიც მთელი სისავსით გა­მო­ხატავენ მრავალთა გულსთქმასა და მისწრაფებებს, მწერალმა დიდებულად გამოიყენა პერსო­ნაჟთა პორტრეტებისა თუ სოციუმის დასახასიათებლად.

კვლევის მიზნებია, განისაზღვროს სიტყვისა და მოქმედების მაგიური ძალის რწმენის გავლენა პერსონაჟებზე, წარმოჩნდეს მათი ფსიქოლოგიური პორტრეტები; გამოიკვეთოს ამ ტიპის რწმენათა (სხვადასხვა სახის ეგრეთ წოდებული ,,დაცდები“, წყევლა, დალოცვა და სხვა) ფუნქცია მოთხრო­ბათა იდეის ანალიზის პროცესში.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ფუტკარაძე ა. (2026). სიტყვის მაგიური ძალისა და მოქმედების რწმენის ასახვა ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებაში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 748–752; 753. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12057

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.