საქართველოსა და ბრიტანეთის ჰიდრონიმების ლინგვისტური თავისებურებანი

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12051

საკვანძო სიტყვები:

ტოპონიმიკა, გეოგრაფიული გარემო, საქართველოსა და ბრიტანეთის ჰიდრონიმები, ლინგვისტური, ეტიმოლოგიური, სემანტიკური

ანოტაცია

წინამდებარე სტატია საინტერესოა როგორც გეოგრაფებისა და ისტორიკოსების, ისე ლინგვისტებისთვისაც.

დედამიწის ჰიდრონიმები და მათ გარშემო არსებული ბუნებრივი სამყარო გეოგრაფიული გარე­მოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. უძველესი პერიოდიდან ადამიანები ცდილობდნენ ჰიდრო­ობი­ექტების გასწვრივ დასახლებას და ბუნების პირობებთან ადაპტირებას.

საუკუნეების განმავლობაში ბრიტანეთისა და საქართველოს ჰიდრონიმების სახელწოდება მდი­დარ ლექსიკას ქმნიდა. ჰიდრონიმებში მოიაზრება პელაგონიმები, ლიმნონიმები და პოტამო­ნიმები - ესაა გეოგრაფიული სახელწოდებების უძველესი და სტაბილური ფენა. მემატიანეებისა და ისტორიკოსების მიერ ჰიდრონიმების შექმნა ფართოდ გავრცელებული ფენომენია, რომელიც ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს.

გეოგრაფიული სახელწოდებების ლექსიკა დროთა განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს. ტო­პო­ნიმების უმეტეს სახელწოდებასთან შედარებით, ჰიდრონიმები ენობრივად ძალიან კონსერ­ვატიულია. ჰიდრონიმული სახელწოდებები ყველაზე სტაბილურია ენის ლექსიკურ ფონდში.

სტატია ეხება დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ჰიდრონიმების ეტიმოლოგიურ და სემან­ტიკურ ანალიზს. ლინგვისტური ანალიზის მეთოდები, მაგალითად, ეტიმოლოგიური, სემანტიკური, მნიშვნელოვნად გვეხმარება გეოგრაფიული სახელების წარმომავლობის გარკვევაში. ეტიმოლო­გიუ­რი მეთოდი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ტოპონიმიკაში, წამყვანია, რადგან ის ხელს უწყობს გეოგრაფიული სახელწოდების პირველადი მნიშვნელობის აღდგენას.

სტატიაში განხილულია ამ ორივე ქვეყნის ზღვების, ტბებისა და მდინარეების სახელწოდებათა წარმოშობა. აღწერილია იმ ჰიდრონიმთა ონომასტიკური ლექსიკა, რომლებმაც თავიანთი სახელი ბრიტანულ და ქართულ ენობრივ გარემოში მიიღეს. სტატია საშუალებას იძლევა, გავერკვეთ ბრიტანეთის კუნძულებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ჰიდრონიმების გეოგრაფიულ, ისტორიულ და ლინგვისტურ ასპექტებში.

 კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბრიტანული და ქართული ჰიდრონიმების ეტიმოლოგია აიხსნება კელტური და ქართული ენობრივი გარემოთი, რომელთა საფუძველზეც ჩამოყალიბდა საქართველოსა და ბრიტანეთის კუნძულების ჰიდრონიმია.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

შელია მ., მარღანია მ., & ჩქვანავა მ. (2026). საქართველოსა და ბრიტანეთის ჰიდრონიმების ლინგვისტური თავისებურებანი. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 675–681; 682. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12051

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 41

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.