სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის სამართლებრივ-სტრუქტურული და ინსტიტუციური რეჟიმი ევროკავშირში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12038

საკვანძო სიტყვები:

წევრი სახელმწიფოები, თანამშრომლობა, ევროკავშირი, უსაფრთხოება, დაცვა

ანოტაცია

გლობალიზაციისა და ტრანსსასაზღვრო დანაშაულებრივი საქმიანობის ინტენსი­ფიკაციის კონტექსტში, სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო თანამშრომლობა ევროკავ­ში­რის წევრ სახელმწიფოებს შორის გახდა ფუნდამენტური კომპონენტი ევროპულ სივრცეში უსაფრთ­ხოებისა და მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად. ორგანიზებული დანაშაულის, ტე­რორიზმისა და ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სხვა ფორმების გავრცელებამ მოითხოვა ეროვნულ სასამართლო ორგანოებს შორის ეფექტიანი კოლაბორაციის მექანიზმების შემუშავება. ევროკავშირმა მნიშვნელოვანი ევოლუცია განიცადა სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლო თანამშრომლობის სფეროში - საერთაშორისო კონვენციებზე დაფუძნებული სისტემიდან გადავიდა თანმიმდევრულ საკანონმდებლო ჩარჩოზე, რომელიც ეყრდნობა სასამართლო გადაწყვეტილე­ბე­ბისა და განჩინებების ორმხრივი (ურთიერთ) აღიარების პრინციპს. ისეთი სამართლებრივი ინსტ­რუმენტების მიღებით, როგორიცაა ევროპული დაპატიმრების ორდერი (EAW) და გამოძიების ევ­რო­პული ორდერი (EIO), წევრმა სახელმწიფოებმა შეძლეს ექსტრადიციის, მტკიცებულებათა გაცვლისა და სისხლისსამართლებრივ გამოძიებაში თანამშრომლობის პროცედურების გამარტივება და გაუმჯობესება. ცენტრალური კონცეფცია, რომელიც საფუძვლად უდევს ევროკავშირის ფარგლებში სასამართლო თანამშრომლობას, არის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების ურ­თი­ერთაღიარების პრინციპი. აღნიშნული პრინციპი გულისხმობს, რომ ერთი წევრი სახელ­მწი­ფოს ხელისუფლების მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღიარებული და აღსრულებული სხვების მიერ, დამატებითი ვალიდაციის (კანონიერების დადასტურების) პრო­ცედურის საჭიროების გარეშე. ევროპული დაპატიმრების ორდერი ამ პრინციპის გამოყენების თვალსაჩინო მაგალითია, რაც წევრ სახელმწიფოებს შორის ეჭვმიტანილთა სწრაფი გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

კომშა ა.-მ. (2026). სისხლისსამართლებრივი თანამშრომლობის სამართლებრივ-სტრუქტურული და ინსტიტუციური რეჟიმი ევროკავშირში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 561; 562–565. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12038

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.