ბიოლოგიური იარაღის გავრცელების რისკების ზრდა და მისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12031

საკვანძო სიტყვები:

პანდემია, ბიოლოგიური იარაღი, შავი ზღვის რეგიონი, საერთაშორისო უსაფრთხოება, ასიმეტრიული საფრთხეები

ანოტაცია

ბიოლოგიური ომი არის მიკროორგანიზმებისა და ტოქსინების მიზანმიმართული გამოყენება, რომელიც შეიძლება იყოს ვირუსული, ბაქტერიული, მცენარეული ან ცხოველური წარ­მოშობის, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიოს ადამიანებსა და პირუტყვში როგორც დასნებოვნება, ასევე სიკვდილიანობა, გავლენა იქონიოს აგროკულტურებზე. ბიოიარაღის გამოყენების მიზანი ტერორისტულ თავდასხმებში განპირობებულია დაავადების გამომწვევი ბიოლოგიური აგენტების ფართო სპექტრთან ადვილი წვდომით, წარმოების დაბალ ხარჯებით, რუტინული უსაფრთხოების სისტემების მიერ მათ გამოუცნობლობითა და მარტივი ტრანსპორტირებით, ერთი ადგილიდან მეორეში. გარდა ამისა, ახალი და ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები იწვევს ისეთი იარაღის გავრცე­ლებას, რაც გავლენას ახდენს რეგიონალურ და გლობალურ უსაფრთხოებაზე. ამგვარი საფრთ­ხეების წინააღმდეგ საბრძოლველად, კულტურისა და მშვიდობის დაცვის მიზნით, საერთაშორისო კონსულტაციებისა და თანამშრომლობის გზით საჭიროა, ყურადღება გამახვილდეს ბიოლოგიურ უსაფრთხოებაზე და მოხდეს პრევენციული და დამცავი სტრატეგიების შემუშავება.

სტატიაში განხილულია ბიოლოგიური იარაღის არსი, საერთაშორისო ხელშეკრულებები რო­მელიც არეგულირების მის გაუვრცელებლობის პოლიტიკას. ასევე, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ბიოლოგიური იარაღისგან მომდინარე საფრთხეს და მის ფაქტორს საერთაშორისო უსაფრთხებაში. განხილულია აგრეთვე პანდემიის გავლენას შავი ზღვისპირეთის ქვეყნებზე, კოვიდ-19-ის მაგალითზე, ასევე 2022 წლის მაიმუნის ყვავილის გავრცელება, მისი შესაძლო გავლენა შავის ზღვის აუზში მოქცეულ ქვეყნებზე, აღნიშნული ვირუსის გავრცელებასაც ჯერჯერობით ეპიდემიური სახე აქვს, რაც გვახსენებს, რომ გადამდები დაავადებების უფრო მცირე აფეთქებები კაცობრიობის მუდმივი თანამგზავრია. სტატიის მიზანია განიხილოს ბიოლოგიური უსაფრთხოების როლი თანამედროვე გეოპოლიტიკაში, ბიოლოგიური იარაღისგან მომდინარე საფრთხეები და მისი გავლენა შავი ზღვის ქვეყნებზე, რომელმაც შესაძლოა მსოფლიო პოლიტიკა ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევისა და საერთაშორისო ურთიერთობების არევის წინაშე დააყენოს. ნაშრომიში გამოყე­ნებულია ისტორიულ-აღწერილობითი მეთოდი, პოლიტიკის კვლევის ანალიზი, კონტენტ ანალიზი. თეორიული ჩარჩო ეფუძნება რეალიზმის თეორიას, ბიოლოგიური უსაფრთხოების თეორიას და საეკურიტიზაციის თეორია.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

კაპანაძე მ. (2026). ბიოლოგიური იარაღის გავრცელების რისკების ზრდა და მისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 464–474; 475. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12031

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.