ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12028საკვანძო სიტყვები:
ხელოვნური ინტელექტი, ჩინეთი, უსაფრთხოება, თავდაცვა, სტრატეგია, განვითარებ, პოლიტიკა, მმართველობა, ლიდერობა, ტექნოლოგიაანოტაცია
21-ე საუკუნის დასაწყისიდან, ხელოვნური ინტელექტის განვითარება გახდა გლობალური ტექნოლოგიური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ძალა. ამ პროცესში ჩინეთი იკავებს წამყვან პოზიციას არა მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევების თვალსაზრისით, არამედ კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტის სახელმწიფოებრივი სტრატეგიული მართვის პოლიტიკით. ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა მოიცავს მრავალფეროვან კომპონენტებს, დაწყებული სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობიდან, დამთავრებული ეროვნული უსაფრთხოების, მონაცემის უსაფრთხოებისა და ეთიკური რეგულირების საკითხებით. თემის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ პირველ რიგში, ხელოვნური ინტელექტი უკვე მოქმედებს ჩინეთის სოციალურ სტრუქტურებსა და სამთავრობო მმართველობის ფორმებზე - მათ შორის საგანმანათლებლო, ჯანდაცვის, ურბანული მართვისა და სამართალდამცავი ორგანოების სფეროებში. მეორე მხრივ, ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკის გავლენა მნიშვნელოვნად სცდება ეროვნულ საზღვრებს, რაც მას აქცევს გლობალურ ძალად ტექნოლოგიური და პოლიტიკურ-ეკონომიკური წესრიგის გადანაწილების კონტექსტში. ასევე ჩინეთმა 2017 წელს მიიღო ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია - „ახალი თაობის ხელოვნური ინტელექტის განვითარების გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავს 2030 წლისთვის ჩინეთის გადაქცევას ხელოვნური ინტელექტის გლობალურ ლიდერად. ამ დოკუმენტში გაწერილია სახელმწიფოს პრიორიტეტები: ინოვაციების სტიმულირება, ნიჭიერი კადრების განვითარება, ეთიკური ჩარჩოს შექმნა და მონაცემთა ეროვნული სტანდარტების განვითარება. საინტერესოა, რომ ჩინეთი ცდილობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით საზოგადოების „საუკეთესო მმართველობის“ მოდელის ჩამოყალიბებას, რაც გულისხმობს ტექნოლოგიური პროგრესის შერწყმას მმართველობით ინსტრუმენტებთან.
ჩინეთის ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა აჩვენებს, როგორ შეიძლება ტექნოლოგია იქცეს სახელმწიფოს ღრმა სტრატეგიულ ინსტრუმენტად, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეკონომიკასა და ინდუსტრიაზე, არამედ სამთავრობო სტრუქტურების ტრანსფორმაციაზე და საზოგადოებრივი კონტროლის ახალ ფორმებზე. ამ ფონზე, თემის ანალიზი მნიშვნელოვანია როგორც ტექნოლოგიური კვლევისთვის, ისე პოლიტიკური მეცნიერებისა და გლობალური მმართველობისთვის.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





