შეერთებული შტატების მიერ ახალგაზრდა დემოკრატიის მხარდაჭერა და კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოსთან 1996-2002 წლებში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12026საკვანძო სიტყვები:
საბჭოთა კავშირის დაშლა, სტრატეგიული პარტნიორობა, კავკასია, შეერთებული შტატები, საქართველო, 9/11 ტერორისტული აქტიანოტაცია
ოფიციალურ ვაშინგტონს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კავკასიის რეგიონთან ურთიერთობის პოლიტიკურ კურსში თავისი ინტერესები ჰქონდა. ძირითადად მისი ფორმულირება შემდეგგვარია: ა) რეგიონში შემავალ ქვეყნებში დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცებით, შეერთებული შტატები კავკასიაში რუსეთის გავლენას შეასუსტებდა, თავისი გავლენების გაფართოების ხარჯზე; ბ) კონტროლს გაუწევდა ირან-რუსეთის ბალანსს. ამ ორი ქვეყნის ალიანსი, კონტროლის გარეშე შეუზღუდავად, ოფიციალური ვაშინგტონისთვის მეტად სახიფათო იყო; გ) არ მისცემდა რუსეთს ენერგეტიკული რესურსების ერთპიროვნულად მართვის საშუალებას, კასპიის რეგიონის ენერგო რესურსების ტრანზიტის დივერსიფიკაცია; გააძლიერებდა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებას და რეგიონს თავისი სტრატეგიული მოქმედებების პლაცდარმად გადააქცევდა.
„ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები, დარჩნენ ფრთხილი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდედ, საწყის ეტაპზე კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობისას, მათთვის სხვადასხვა გარემოებების გამო, პირველ ეტაპზე მთავარ პრიორიტეტს ბალტიისპირეთის ქვეყნები წარმოადგენდნენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებიც და დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოებიც, მხარს უჭერდნენ საბჭოთა კავშირის შემავალ ყველა მოკავშირე სახელმწიფოში, დემოკრატიული ფასეულობებისა და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას. ცნობილი ამერიკელი მკვლევარი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში ევროპის და რუსეთის საქმეთა სპეაციალური ასისტენტი ფიონა ჰილი აღნიშნავს, რომ ბილ კლინტონის მმართველობის დროს ვაშინგტონის ინტერესები სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი სტრატეგიული გახდა, რაც ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების თავისუფლების პირველ წლებში არ იყო და აშშ-ის ინტერესის სფეროში ენერგოსექტორი მოექცა. სტატეგიული თანამშრომლობის გაღრმავება იწყება, 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





