ისრაელ-ირანის კონფლიქტი და ბირთვული უსაფრთხოების გამოწვევები
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12025საკვანძო სიტყვები:
რეგიონული უსაფრთხოება, გლობალური უსაფრთხოება, ისრაელი, ირანი, აშშ, ბირთვული პროგრამაანოტაცია
21-ე საუკუნეში მსოფლიოში მრავალი კონფლიქტი მიმდინარეობს, რომლებიც საერთაშორისო უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ და ასუსტებენ მას, რაც განაპირობებს ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბების აუცილებლობას. ახლო აღმოსავლეთის რეგიონი საუკუნეებია სამხედრო-პოლიტიკური და ასიმეტრიული საფრთხეების კუთხით საკმაოდ აქტიურ რეგიონს წარმოადგენს. რაც განპირობებულია რეგიონში და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ფაქტორებით. ისრაელ-ირანის დაპირისპირება ათეული წლებია გრძელდება, რაც კიდევ უფრო გამძაფრდა ირანის ბირთვული პროგრამის გააქტიურების და ბირთვული ბომბის შექმნის საფრთხის შემდგომ. ნაშრომის მიზანს წარმოადგენს ისრაელ-ირანის კონფლიქტის დაწყების მიზეზების, ჩართული აქტორების და შედეგების კვლევა და ანალიზი, რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. ასევე, კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკა, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება ბოლო წლებში. ნაშრომის კვლევის პროცესში გამოყენებულია ისტორიულ-აღწერილობითი, პოლიტიკის კვლევის, კონტენტ ანალიზი და შედარებითი კვლევის მეთოდი, რომელთა გამოყენების შედეგადაც მივიღეთ მნიშვნელოვანი დასკვნები. ნაშრომის თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს რეალიზმის თეორია, სეკიურიტიზაციის თეორია, ძალთა ბალანსის თეორია, რეგიონული უსაფრთხოების თეორია და ბირთვული დაშინების თეორია. კვლევის შედეგად გამოკვეთილია ძირითადი მიგნებები და ანალიზი ისრაელ-ირანის კონფლიქტის, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბირთვული უსაფრთხოების პოლიტიკაზე. ამ ორი გეოპოლიტიკური მოთამაშის დაპირისპირება მნიშვნელოვან საფრთხეს და გამოწვევას წარმოადგენს ახლო აღმოსავლეთის რეგიონისათვის, სადაც საფრთხეების განზომილება ისედაც დიდია.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





