სამხედრო თავდაცვა და საერთაშორისო თანამშრობლობა როგორც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მთავარი ელემენტები საქართველოში

ავტორები

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12021

საკვანძო სიტყვები:

ტოტალური თავდაცვა, ეროვნული უსაფრთხოება, ჰიბრიდული ომი, სამხედრო თავდაცვა, სამოქალაქო თავდაცვა, სეკურიტიზაცია, ეკონომიკური უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, საერთაშორისო თანამშრომლობა, საქართველო

ანოტაცია

წინამდებარე სადისერტაციო ნაშრომი ეძღვნება „ტოტალური თავდაცვის“ კონ­ცეფ­ციის როლის კვლევას საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში. თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების გარემო ხასიათდება მრავალფეროვანი და კომპლექსური საფრთხეებით, რომლებიც მოიცავს როგორც ტრადიციულ სამხედრო აგრესიას, ისე ჰიბრიდულ ომს, კიბერსაფრთხეებს, დეზინფორმაციას, ეკონომიკურ ზეწოლასა და სხვა არაკონ­ვენციურ გამოწვევებს. აღნიშნული გარემოებები სახელმწიფოებისგან მოითხოვს უსაფრთხოები­სად­მი ახალი, ინტეგრირებული და მრავალგანზომილებიანი მიდგომების შემუშავებას. კვლევის მი­ზანია „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფციის თეორიული საფუძვლების, ისტორიული განვითარე­ბის, ძირითადი კომპონენტებისა და საქართველოს პირობებში მისი პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების ანალიზი. ნაშრომში განხილულია კლასიკური რეალიზმის, ნეორეალიზმის, სე­კუ­რიტიზაციის, ლიბერალიზმის, ეკონომიკური უსაფრთხოებისა და ჰიბრიდული ომის თეორიების მნიშვნელობა ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამხედრო თავდაცვის, სამოქალაქო ჩართულობის, საერთაშორისო თანა­მშრომლობის, ეკონომიკური, სოციალური, ფსიქოლოგიური და ციფრული თავდაცვის ურთიერთ­კავ­შირს. კვლევა ეფუძნება ისტორიულ-აღწერილობით, შედარებით, კონტენტ-ანალიზის, შემთხვევის შესწავლის (Case Study), SWOT ანალიზისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდებს. ნაშრომი აჩვენებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების ეფექტიანი უზრუნველყოფა შეუძლებელია მხოლოდ სამხედრო ძალებზე დაყრდნობით და საჭიროებს სახელმწიფოს, საზოგადოების, კერძო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებულ თანამშრომლობას.

კვლევის შედეგად დასტურდება, რომ „ტოტალური თავდაცვის“ კონცეფცია წარმოადგენს სა­ქართ­ველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც ზრდის ქვეყნის მდგრადობას, კრიზისებისადმი ადაპტაციის უნარსა და ჰიბრიდული საფრთხეებისადმი წინააღმდეგობის შესაძლებლობას. ნაშრომში წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები, რომ­ლებიც ხელს შეუწყობს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სრულყოფასა და საქართველოს თავ­დაცვისუნარიანობის შემდგომ გაძლიერებას.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ბერაია ე., & ქუთათელაძე ა. (2026). სამხედრო თავდაცვა და საერთაშორისო თანამშრობლობა როგორც ტოტალური თავდაცვის კონცეფციის მთავარი ელემენტები საქართველოში. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 373–378; 379. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12021

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 50

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.