1951-1952 წლების დეპორტაციების კვალი აჭარის არქივში: ბიუროკრატია, საქმის წარმოება და ლოკალურობა

ავტორები

  • დავით ჯიშკარიანი ჰამბურგის ჰელმუტ შმიტდის უნივერსიტეტი; მაქს ვებერის ფონდის საქართველოს ოფისი https://orcid.org/0009-0001-1418-2357
  • ოლეგ ჯიბაშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0007-3453-3920

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12015

საკვანძო სიტყვები:

საბჭოთა რეპრესიები, დეპორტაცია, აჭარა, 1951–1952 წლები, სპეცგადასახლებულები

ანოტაცია

სტატიაში მოკლედ არის განხილული საბჭოთა საქართველოში 1940-იანი წლები­დან 1950-იანი წლების დასაწყისამდე განხორციელებული მასობრივი დეპორტაციების ისტორია, მათ შორის 1941 წელს – ეთნიკური გერმანელების, 1944 წელს – ქურთების, აზერბაიჯანელებისა და ე.წ. „თურქი-მესხების“, ხოლო 1949 წელს – ბერძნების, თურქებისა და სხვა ჯგუფების გასახლებათა პროცესები. აღნიშნულია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეს რეპრესიები განპირობებული იყო რო­გორც უსაფრთხოების მოტივებით, ასევე საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკით „არასაიმედო“ ელემენტების მიმართ.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ოპერაცია „ვოლნას“ (1951) და მის გავლენას აჭარის მოსახლეობაზე, სადაც დეპორტაციის ძირითად მიზეზად სახელდება საზღვარგარეთ ნათესაური კავშირები და პოლიტიკური უნდობლობა. სტატიაში გამოყენებულია როგორც ცენტრალური, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის მასალები, განსაკუთრებით, ბათუმის რაიონის საფი­ნანსო განყოფილების ფონდის დოკუმენტები, რომლებიც ასახავს დეპორტირებულთა ქონების აღწერისა და შეფასების პროცესს.

დოკუმენტების ანალიზი ცხადყოფს ბიუროკრატიულ მიდგომას, ემოციური კომპონენტის არქონას და ადგილობრივი ხელისუფლების მნიშვნელოვან როლს ქონების კონფისკაციასა და შეფასებაში. ნაშრომი აჩვენებს, რომ ადგილობრივი არქივები მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს რეპრესიების სოციალური და ეკონომიკური შედეგების შესასწავლად. კვლევა ხაზს უსვამს აღნიშ­ნული პერიოდის არასაკმარის შესწავლილობას და შემდგომი მუშაობის საჭიროებას.

გამოქვეყნებული

18-08-2026

ციტირების წესი

ჯიშკარიანი დ., & ჯიბაშვილი ო. (2026). 1951-1952 წლების დეპორტაციების კვალი აჭარის არქივში: ბიუროკრატია, საქმის წარმოება და ლოკალურობა. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(2), 329–334; 335. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.12015

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.