დაკარგული ალიანსი: პოლონეთ-საქართველოს დიპლომატიური კავშირი და Intermarium-ი (1918-1921)
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i2.11976საკვანძო სიტყვები:
პოლონეთი, საქართველო, Intermarium, იოზეფ პილსუდსკი, სამხედრო ალიანსი, დიპლომატიური ურთიერთობები, საბჭოთა რუსეთიანოტაცია
სტატიაში შესწავლილია 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და პოლონეთის რესპუბლიკას შორის სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის დამყარების მცდელობები იოზეფ პილსუდსკის Intermarium-ის გეოპოლიტიკური კონცეფციის ფარგლებში. გაანალიზებულია, როგორ გადაიკვეთა პოლონეთის და საქართველოს სტრატეგიული ინტერესები იოზეფ პილსუდსკის ფედერალისტურ ხედვასთან და რა ადგილი ეკავა პოლონურ-ქართულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას ამ გეოპოლიტიკურ კონცეფციაში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა 1920 წლის გაზაფხულზე ტიტუს ფილიპოვიჩის დიპლომატიურ მისიას, როგორც სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის დამყარებისკენ მიმართულ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას. კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნული ინიციატივის წარუმატებლობა განაპირობა ურთიერთდაკავშირებულმა სამხედრო, გეოპოლიტიკურმა და ლოჯისტიკურმა ფაქტორებმა, მათ შორის ვარშავის ბრძოლაში პოლონეთის გამარჯვების შემდეგ საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების ცვლილებამ, საერთაშორისო უსაფრთხოების ეფექტიანი გარანტიების არარსებობამ, სამხრეთ კავკასიაში ბოლშევიკური რუსეთის ექსპანსიამ და სახმელეთო თუ საზღვაო კომუნიკაციების სირთულემ. დასკვნის სახით ნაჩვენებია, რომ მიუხედავად საქართველოსა და პოლონეთის ორმხრივი სტრატეგიული ინტერესებისა, აღნიშნულმა გარემოებებმა შეუძლებელი გახადა როგორც სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ჩამოყალიბება, ისე Intermarium-ის ფარგლებში საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის სახელმწიფოებრივ დონეზე განხორციელება.
Downloads
გამოქვეყნებული
ციტირების წესი
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 International License.





