ბათუმის მკვიდრი მოსახლეობის დამოკიდებულება ქალაქში მცხოვრები და ბოლო პერიოდში მიგრირებული სხვა ეთნიკური ჯგუფებისადმი

(სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით)

ავტორები

  • ნუგზარ ჩხაიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი https://orcid.org/0009-0007-2795-791X

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11843

საკვანძო სიტყვები:

ინვესტიცია, უცხოელი, ეთნოსი, მიგრაცია, დასაქმება

ანოტაცია

საკვლევი თემის აქტუალობა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ბოლო პერიოდში, ქ. ბათუმში, შეიმჩნევა უცხოელების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. ასევე, ადგილი აქვს ადგილობრივი არაქართული წარმოშობის მოსახლეობის პოლიტიკურ გააქტიურებას. გამომდინარე აქედან, საკმაო ინტერესს წარმოადგენს ქ. ბათუმის ქართული მოსახლეობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენს, ქ. ბათუმის ქართველი ეროვნების წარმომად­გე­ნელთა სოციოლოგიური გამოკითხვის მეშვეობით იმ საკითხების გამოკვეთა, რომელიც უკავ­შირდება არაქართველების (მათ შორის, ძირითადად, უცხოელების) ქალაქში ცხოვრების ამა თუ იმ სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ ასპექტებს.

კვლევის სანდოობის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის ის ფაქტი, რომ ბათუმი გამოირჩევა მრავალეთნიკური შემადგენლობით. ამ გარემოებიდან გამომდინარე ცხადია, რომ ბათუმელი ქართველები, ამა თუ იმ სიხშირით, ყოველთვის კონტაქტობდნენ სხვა ერების წარმომადგენ­ლებ­თან, რაც განაპირობებს მათი პასუხების სანდოობის მაღალ დონეს.

რაც შეეხება უშუალოდ სოციოლოგიური კვლევის თემატიკას, ის შემდეგნაირია: ქ. ბათუმში ცხოვ­რების ხანგრძლივობა; ქართველების ბათუმში მცხოვრებ არაქართველებისადმი დამოკიდე­ბულება ზოგადად; არაქართული წარმოშობის ნათესავის ან მეგობრის ყოლა; რაიმე სახის ფაქტის არსებობა იმის თაობაზე, რომ ადგილი აქვს არაქართველების რაიმე მხრივ შევიწროებას სახელ­მწიფოს, ადამიანთა გარკვეული ჯგუფების ან ცალკეული პიროვნებების მხრიდან; დამოკიდებუ­ლება ქ. ბათუმში არსებული უცხოური ბიზნესისადმი; უცხოური ბიზნესის როლი ქ. ბათუმის მკვიდრი მოსახლეობის დასაქმების საქმეში; დამოკიდებულება ქ. ბათუმში სამუშაოდ ჩამოსული უცხოელებისადმი; თვალსაზრისი ბათუმში დამკვიდრებულ უცხოელების და ადგილობრივი არა­ქართველების საქართველოში შემდგომი ცხოვრების პერსპექტივებზე; არალეგალური მიგრაციის პრობლემები; უცხოელებისთვის საქართველოს მოქალაქეობის და ბინადრობის უფლების მიცემის საკითხი; უცხოეთიდან ქვეყანაში ქართული ეროვნების პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიცემის სიძნელეები; არაბული კომპანიის („იგლ ჰილსი“) შემოსვლის მიზანშეწონილობა.

ზოგადად კი, შეიძლება ითქვას, რომ საკვლევი თემის ძირითადი მიზანია, სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით იმ ძირითადი პრობლემების გამოკვეთა, რომლებიც არსებობენ ბათუმში მცხოვრებ უცხოელებთან მიმართებაში. თემის აქტუალობა კი გაპირობებულია ბოლო პერიოდში ქალაქში უცხოელების გაზრდილი ნაკადის მოზღვავებით და ბათუმის ქართული მოსახლეობის დამოკიდებულებით ამ მწვავე პრობლემისადმი.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

ჩხაიძე ნ. (2026). ბათუმის მკვიდრი მოსახლეობის დამოკიდებულება ქალაქში მცხოვრები და ბოლო პერიოდში მიგრირებული სხვა ეთნიკური ჯგუფებისადმი : (სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით). შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 591–598; 599. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11843

გამოცემა

სექცია

სოციოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.