ინტერმედიალური ტრანსფორმაციები ინტერკულტურულ კონტექსტში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11829საკვანძო სიტყვები:
კინოადაპტაცია, ლიტერატურული ეკრანიზაციები, ინტერკულტურალობა, ინტერმედიალობა, ტრანსფორმაციაანოტაცია
თანამედროვე ეპოქალური ცვლილებებისა და მაღალტექნოლოგიური პროცესების განვითარების ფონზე ჩვენი კვლევის ფარგლებში ექცევა ინტერმედიალური ტრანსფორმაციები ინტერკულტურულ კონტექსტში და დღესდღეობით სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამაში, უპირველესად მოიაზრება ლიტერატურული კინოეკრანიზაციები. ადაპტაციები აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ნარატოლოგიური ტექსტის ვიზუალურ ხატად გარდაქმნის პროცესით. ხშირია ერთ კონკრეტულ კულტურულ სისტემაში შექმნილი ნაწარმოების სხვა სისტემაში გაცოცხლება, ახლებური სულის შთაბერვა, ან სულაც ორიგინალისადმი ერთგულების გამოვლინება. სწორედ ასე იქმნება კულტურათაშორისი დიალოგი, სადაც ენობრივი, იდეოლოგიური, ნარატოლოგიური და ესთეტიკური სისტემები ერთმანეთს ეჯახება. როდესაც ერთ ენობრივ სივრცეში შექმნილი ტექსტი სხვა კულტურულ კონტექსტში გადაინაცვლებს და კინემატოგრაფიულ ენაზე გარდაიქმნება, იწყება არა მხოლოდ ერთგვარი სისტემების თარგმანი, არამედ კულტურით განპირობებული რიგი სიმბოლოების, ღირებულებებისა და ისტორიული მეხსიერების გადაფასება.
ამასთან, თანამედროვე კულტურათაშორისი ადაპტაციები აიძულებს ტექსტს გადალახოს ენობრივი, ესთეტიკური და იდეოლოგიური საზღვრები, რაც ახალ ინტერპრეტაციულ ველსა და კულტურულ კოდებს ქმნის. ლიტერატურის ინტერკულტურული კინოადაპტაციები ხშირად, არა მხოლოდ შინაარსის თვალსაზრისითაა ადაპტირებული, არამედ ჩნდება ახალი ტექსტობრივი, კულტურული კოდები, რაც განპირობებულია კულტურული ნორმების, კინემატოგრაფიული კონვენციებისა და სოციალური კონტექსტის მიხედვით პერსონაჟების, თემებისა და სიმბოლოების ფუნქციური და სტრუქტურული ცვლილებით.
ამგვარად, ადაპტაციის პროცესი ინტერპრეტაციისა და რეკონტექსტუალიზაციის პროცესად აღიქმება. ლიტერატურის ინტერკულტურული კინოადაპტაციების ანალიზი ასევე ავლენს, რომ ფილმს, როგორც მედიუმს, არ შესწევს ძალა პირდაპირ და უცვლელი სახით მიიღოს გარკვეული ლიტერატურული გამოხატვის ფორმები (მაგ., შინაგანი მონოლოგები, თხრობითი ინსტანციები), არამედ მან საკუთარი ვიზუალური და თხრობითი სტრატეგიები თუ ტექნიკა უნდა შეიმუშაოს.
საბოლოო ჯამში, ლიტერატურის კინოადაპტაცია ინტერკულტურულ სივრცეში მოიაზრება, როგორც შემოქმედებითი შეთანხმების პროცესი – ორიგინალი ტექსტისადმი ერთგულებასა და კულტურით განპირობებულ ადაპტაციას შორის. აქცენტები დასმულია პროდუქტიულ განსხვავებაზე, რომელიც მედიაკულტურული ცვლილებების შედეგად წარმოიქმნება.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





