შავი ზღვის გავლენა შუა დერეფნის პროექტზე და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა

ავტორები

  • არჩილ ორთანეზაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0004-1153-0012

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11783

საკვანძო სიტყვები:

შუა დერეფანი, შავი ზღვის გეოპოლიტიკა, ტრანს-კასპიური ტრანსპორტი, ენერგეტიკული დივერსიფიკაცია, ლოჯისტიკური ჯაჭვი, პორტების ინფრასტრუქტურა, რეგიონული ინტეგრაცია, სავაჭრო დერეფნები

ანოტაცია

წინამდებარე კვლევაში განხილული და გაანალიზებულია შავი ზღვის გეოპო­ლი­ტიკური როლი შუა დერეფნის პროექტის განვითარებაში და მისი წარმატებული ფუნქციონირების მნიშვნელობა თანამედროვე გლობალური ვაჭრობისთვის. კვლევა სისტემატურად განიხილავს შუა დერეფნის, როგორც ტრანს-კასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის, ეკონომიკურ და გეოსტრატეგიულ ასპექტებს და შავი ზღვის განსაკუთრებულ როლს ამ სისტემაში.

კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს გეოპოლიტიკური ანალიზის, ეკონომიკური შეფასების და ინფრასტრუქტურული განვითარების კომპლექსურ შესწავლას. ნაშრომი ვრცლად განიხილავს შავი ზღვის მთავარი პორტების - ბათუმის, ფოთის, კონსტანტას, ბურგასის, სამსუნისა და ტრაბზონის - როლს შუა დერეფნის ლოჯისტიკურ ჯაჭვში. კვლევამ აჩვენა, რომ შავი ზღვა წარმოადგენს არა მხო­ლოდ გეოგრაფიულ ზღვარს, არამედ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ინსტრუმენტს, რომელიც განსაზღვრავს შუა დერეფნის წარმატების ხარისხს.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

02-07-2026

როგორ უნდა ციტირება

ორთანეზაშვილი ა. (2026). შავი ზღვის გავლენა შუა დერეფნის პროექტზე და მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 171–177; 178. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11783

გამოცემა

სექცია

პოლიტოლოგია

მსგავსი სტატიები

1 2 3 4 5 6 > >> 

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.