უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიები და გარე აქტორების როლი სამხრეთ კავკასიაში: შედარებითი ანალიზი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე

ავტორები

  • ირაკლი მანველიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0001-6422-2049
  • ზაზა ბურკაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0004-4774-0863

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11782

საკვანძო სიტყვები:

თურქეთი, აზერბაიჯანი, სტრატეგიული ურთიერთობები

ანოტაცია

ნაშრომში შესწავლილია სამხრეთ კავკასია გლობალური და რეგიონული ძალების სტრატეგიული ინტერესების კონტექსტში და შეფასებულია, როგორ ქმნიან 2025 წელს აშშ-ში გა­ფორ­მებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება და გარე ფაქტორების ურთიერთ­და­მოკიდებულების ცვლილებები ახალ სტრატეგიულ რეალობას რეგიონში. კვლევის აქტუალობა გან­პირობებულია რეგიონში უსაფრთხოების გარემოს რადიკალური ცვლილებებით, რუსეთ–სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესუსტებით, აზერბაიჯანის ზრდადი დამოუკიდებლობით, ენერ­გე­ტიკულ და სატრანზიტო ინტერესებთან დაკავშირებული გამოწვევებით, და აშშ-ის, ევროკავშირის, თურქეთის, ირანისა და ჩინეთის მზარდი აქტორობით. აღნიშნული გარემოება ქმნის მრავალმხრივ გამოწვევათა სივრცეს, რომელიც გავლენას ახდენს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების პოლიტიკაზე.

კვლევა მიზნად ისახავს შეისწავლოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიები სამხრეთ კავკასიაში და გაანალიზოს, როგორ აისახება გარე აქტორების ურთიერთდამოკიდებულების ცვლი­ლებები 2025 წელს აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდგომ პერიოდში საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასა და რეგიონალური უსაფრთხოების სტრუქტურაზე.

თეორიული ჩარჩო წარმოადგენს გლობალურ ძალთა ურთიერთდამოკიდებულების თეორიას, რომელიც აღწერს, როგორ განსაზღვრავს გარე აქტორების ინტერესი და ურთიერთდამო­კიდებუ­ლე­ბა რეგიონული სახელმწიფოების უსაფრთხოების პოლიტიკასა და გადაწყვეტილებებს.

კვლევის მეთოდოლოგია ეფუძნება მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც მოიცავს თვისებრივ კვლევას, დოკუმენტური წყაროების ანალიზს, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემთა შედა­რე­ბით შეფასებას და რეგიონული პროცესების დინამიკის ანალიზს.

კვლევის სიახლე მდგომარეობს რეგიონში 2025 წლის შემდგომ გარე აქტორების ახალი ურ­თიერთდამოკიდებულების სისტემურ ანალიზსა და უსაფრთხოების სტრუქტურაზე მისი გავლენის შე­ფა­სებაში.

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ მრავალმხრივი გარე კონკურენცია ქმნის ახალ სტრატეგიულ რეალობას, განსაზღვრავს სამომავლო პოლიტიკის მიმართულებებს და უზრუნველყოფს უფრო სრულყოფილ, ჰოლისტურ წარმოდგენას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების დინამიკაზე.

გამოქვეყნებული

02-07-2026

ციტირების წესი

მანველიძე ი., & ბურკაძე ზ. (2026). უსაფრთხოების უზრუნველყოფის სტრატეგიები და გარე აქტორების როლი სამხრეთ კავკასიაში: შედარებითი ანალიზი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მაგალითზე. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 147–159; 160. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11782

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 33

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.