ეთნიკური სუბსტრატის ჩამოყალიბება: დასავლური სამეცნიერო აზრის რეკონსტრუქცია და მისი მიმართება პროტო-ქართველურ ტომებთან

ავტორები

  • ჭაბუკა მეტონიძე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0009-0008-3727-6744
  • ნათია ამირეჯიბი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი https://orcid.org/0000-0002-8632-9805

DOI:

https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11777

საკვანძო სიტყვები:

პროტო-ქართველური ტომები, პრეისტორიული ეთნიკური იდენტობა, ენა, კულტურა

ანოტაცია

ქართველური, იგივე პროტო-ქართველური ან იბერიულ-კოლხური ტომები მონა­თესავე ეთნოსებისგან შემდგარი ჯგუფია, რომლებიც ამიერკავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში ბინადრობდნენ და კავკასოიდური რასის და კერძოდ ქართველი ერის ჩამოყალიბების საფუძველი შექმნეს. უძველეს დროში მათ შორის იყვნენ კოლხები, ტაოხები, მოსხები, სასპირე­ლე­ბი, ხალიბები, მუშქები და თუბალები. ყველაზე დიდი ქვეეთნიკური ჯგუფები, რომლებმაც მონათე­სავე ენები შეინარჩუნეს, სვანები, მეგრელები, ლაზები და ქართლელები არიან. ქართველი ერის ეთნოგენეზს ქრისტიანობის მიღებამ და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ (IV საუკუნე) შეუწ­ყო ხელი.

ეთნიკური წარმომავლობის ეპისტემოლოგიური1, ონტოლოგიური[1] და პოლიტიკური პრობლე­მე­ბის შესწავლის კუთხით არსებული ანთროპოლოგიური, ეთნოგრაფიული და ტექსტური მონაცე­მე­ბი მწირია. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად ზუსტდება ეთნიკურობისადმი ერთიანი მიდგო­მა[2]. ეთნიკური კუთვნილება არის მენტალური კონსტრუქტი, რომელიც გამოიყენება საკუთარი თა­ვის ან სხვების იდენტიფიცირებისთვის, როგორც საერთო წარმოშობის მქონე ჯგუფის კუთვნი­ლე­ბის, რომელიც გაერთიანებულია საერთო წარმომავლობით, კულტურით, ენით, ისტორიული მეხ­სიე­რებითა და ტერიტორიით.

ეთნიკურობის ნებისმიერი თანამედროვე სოციალური მეცნიერების კონცეფციის თვალსაზრი­სით პროტო-ქართველურ ტომებში ეთნიკური წარმომავლობის შორეულ წარსულში დასახვის მცდელობა ძალზე რთულია, რადგან არქეოლოგიური მონაცემების შეზღუდული რაოდენობა არ იძლევა დასკვნების გაკეთების საშუალებას. ჩვენ არ შეგვიძლია ამოვიცნოთ ეთნიკური ჯგუფები შორეულ პრეისტორიაში, მით უმეტეს, ეს ჯგუფები თანამედროვე კულტურულ ან ბიოლოგიურ შთამომავლებთან დავაკავშიროთ. რასის, ენისა და კულტურის შერევა მუდმივად მიმდინარეობს, თუმცა კვლევის ეს ობიექტები/პროცესი საკმარისად თანმიმდევრულად არ მიმდინარეობს და დამთხ­ვევებიც საკმარისად კანონზომიერი არაა, რომ მართებული ინტერპრეტაციები დავსახოთ. მხოლოდ იქ, სადაც ეს ცვლადებადობა დამოუკიდებლად, ცალკეულად განიხილება და თანმიმდევრული აღმოჩნდება, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ეთნიკური კულტურის კონცეფცია, როგორც ეთნიკურობის პირდაპირი ანალოგი ჯგუფის შენარჩუნებით. არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ასეთ თვითაღმნიშვნელ ერთეულს აქვს მარტივი მატერიალური კორელაციების ან თუნდაც პო­ლითეტიკური[3] ნიშან-თვისებების გამოვლენა, რომლებიც მას მსგავსი მეზობელი ერთეულებისგან განასხვავებენ. ეთნოარქეოლოგებმა ვერ აღმოაჩინეს კანონზომიერებები მატერიალურ კულტუ­რა­ში, რომლებლიც საშუალებას მოგვცემს განვასხვავოთ ეთნიკური მნიშვნელობის მქონე სიმბოლოე­ბი, რადგან ყველა სიმბოლოს შეიძლება მიენიჭოს სხვადასხვა მნიშვნელობა, ეთნიკური წარმომავ­ლობის ანალიზი ცალკეული შემთხვევის შესწავლის კონტექსტის მიღმა შეუძლებელია. საჭიროა ერთიანი ინტერდისციპლინური მიდგომა პროტო-ეთნიკური სამყაროს დადგენის მიზნით.

ეს მეთოდოლოგიური და ეპისტემოლოგიური ხარვეზები მოითხოვს ეთნიკურობის შესწავლი­სას, რომ გვქონდეს წვდომა მატერიალურ კულტურაზე მინიჭებულ მენტალურ კონსტრუქტებზე. ეს მხოლოდ იქაა შესაძლებელია, სადაც არქეოლოგიურ მონაცემებს ავსებს ლინგვისტური, ეთნო­ის­ტო­რიული ან ეთნოარქეოლოგიური ინფორმაცია. უფრო მეტიც, რადგან იცვლება როგორც ეთნიკუ­რი, ისე კულტურული კუთვნილება, ჩვენ იმის მოლოდინი არ შეიძლება გვქონდეს, რომ დამყარე­ბუ­ლი კორელაციები შორეულ წარსულთან მიმართებაში აუცილებლად შენარჩუნდება.

 

1 ეპისტემოლოგია (ძვ. ბერძ. ἐπίστημη „სამეცნიერო ცოდნა“, „სანდო ცოდნა“ + λόγος „სიტყვა“, „მეტყვე­ლე­ბა“) – ფილო­სოფიური და მეთოდოლოგიური დისციპლინა, რომელიც სწავლობს ცოდნას, როგორც ასეთს, მის სტრუქტურას, ფუ­ნქციონირებას და განვითარებას. ფილოსოფიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ცოდ­ნის ბუნებას, მის წყაროებს, საზღვ­რებს და საფუძვლებს. ეპისტემოლოგია ასევე სწავლობს ცოდნის სტრუქ­ტუ­რას, ფუნქციონირებას და განვითარებას. ხში­რად ეპისტემოლოგია გნოსეოლოგიის (ძვ. ბერძ. γνῶσις „შე­მეც­ნება“, „ცოდნა“ + λόγος „სიტყვა“, „მეტყველება“) – ფილოსოფიური დისციპლინა, რომელიც ეხება კვლე­ვას, კრიტიკას და ცოდნის თეორიებს სინონიმად განიხილება, თუმცა არა კლასიკურ ფილოსოფიაში ეს ცნებები გაყოფილია: გნოსეოლოგია სწავლობს „სუბიექტ-ობიექტის“ მიმარ­თე­ბას, ხოლო ეპისტემოლოგია – „ცოდნა-ობიექტის“ მიმართებას.

[1] ონტოლოგია (ლათ. ontologia; ძვ. ბერძ. ὄν, გენეტ. ὄντος „არსება“, „რაც არსებობს“ + λόγος „სწავლება“, „შე­მეც­ნება“) – ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც სწავლობს არსის ფუნდამენტურ პრინციპებს, მის ყვე­ლაზე ზოგად კატეგორიებს, სტრუქტურასა და კანონზომიერებებს. არსებობს ცოდნის თეორიასა და ლოგიკასთან ერთიანობაში. ზოგჯერ ტერმინი „ონტოლოგია“ (არსის მეტაფიზიკა) გამოიყენება ტერმინის „გენოლოგიის“ (ერთის მეტაფიზიკა) საპირისპიროდ.

[2] ამ მხრივ კვლევა, რომელსაც აწარმოებდა ჯეიმს ფ. პენდერგასტი (James F. Pendergast 1991, 1999), გვეხმარე­ბა ეთნიკურობის შესახებ ჩვენი ცოდნის საზღვრების დადგენაში.

[3] პოლითეტიკური (ბერძ. πολυ „მრავალი“ + θετικός „დამყარება“) – ტაქსონომიური კლასიფიკაცია, რომელ­შიც ინდივიდების, მოსახლეობის ან ტაქსების განცალკევება კონკრეტული ჯგუფის უმეტესობის წარმო­მადგენლების დამახასიათებელ ნიშნებს ემყარება.

გამოქვეყნებული

02-07-2026

ციტირების წესი

მეტონიძე ჭ., & ამირეჯიბი ნ. (2026). ეთნიკური სუბსტრატის ჩამოყალიბება: დასავლური სამეცნიერო აზრის რეკონსტრუქცია და მისი მიმართება პროტო-ქართველურ ტომებთან. შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე, 4(1), 90–101; 102. https://doi.org/10.61671/bsrcc.v4i1.11777

მსგავსი სტატიები

Showing 1-10 of 38

თქვენ ასევე შეგიძლიათ მსგავსი სტატიების გაფართოებული ძიების დაწყება ამ სტატიისათვის.