მცირე და საოჯახო სასტუმრო ბიზნესის გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები საქართველოს რეგიონებში
DOI:
https://doi.org/10.61671/bsrcc.v3iI.10408საკვანძო სიტყვები:
საოჯახო სასტუმრო; მასპინძელი; ბიზნესი; საგადასახადო პრობლემები.ანოტაცია
საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორში წლიდან წლამდე იზრდება საოჯახო სასტუმროების რიცხვი. საოჯახო სასტუმრო პატარა მასშტაბის საწარმოა, მაგრამ ისევე მნიშვნელოვანი და საჭირო როგორც დიდი სასტუმრო. საოჯახო სასტუმრო განთავსების საშუალებაა ნომრების მცირე რაოდენობითა და შეზღუდული მომსახურებით. ბევრი ქვეყანის პერიფერიების განვითარებაში მცირე საოჯახო ბიზნესს დიდი როლი აქვს. საქართველოს სასოფლო არეალებში დიდ პრობლემად რჩება სოფლების დაცლა. საოჯახო ბიზნესი ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარების უნიკალური შესაძლებლობაა. საოჯახო ტურიზმში მცირე სამეწარმეო საქმიანობა ამცირებს უმუშევრობას, ზრდის ცხოვრების ხარისხს, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკოლოგიური პროდუქტის რეალიზებას, რეკრეანტთა ბაზრის მოზიდვას, ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას, გარემოს დაცვას და მრავალი სხვა დადებითი ფაქტორი ახასიათებს საოჯახო სასტუმრო ბიზნესს. საოჯახო სასტუმრო თავისი ავთენტურობით, კულტურული ღირებულებით და ტრადიციებით რეგიონის ისტორიას გვიყვება. ნაშრომში გაანალიზებულია საოჯახო სასტუმრო ბაზრის განვითარების ტენდენციები ტურისტულ ბაზარზე და კავშირი ტურიზმის განვითარებასთან. კვლევის შედეგად გამოვლინდა გამოწვევები, რომელიც ეხება საოჯახო სასტუმრო ბიზნესში საგადასახადო პრობლემებს, მომსახურების ხარისხს, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, მწვანე მეწარმეობას, საფასო პოლიტიკას, ეკოლოგიურ განთავსების საშუალებებს და ციფრული მარკეტინგის შესაძლებლობებს და ა.შ.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2025 შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე

ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-NonCommercial-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .





